უცხო ქვეყანაში ცხოვრება ნებისმიერი ადამიანისთვის სირთულეს და დისკომფორტს უკავშირდება. ადგილის დამკვიდრება იქ, სადაც სრულიად განსხვავებული გარემო, საზოგადოება, კულტურა და ცხოვრების სტილია ნამდვილად არ არის მარტივად მისაღწევი, თუმცა ამ ყველაფრის შემსუბუქება ქვეყნის სწორად არჩევით არის შესაძლებელი.

ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება გამოკითხვა მიგრანტებს შორის, რის შედეგადაც ადგენენ იმ ქვეყნების სიას, სადაც ადაპტაცია შედარებით მარტივია. ერთ-ერთი ასეთი გამოკითხვა ჩაატარა InterNations-მა, რომელმაც გამოავლინა ის ქვეყნები, სადაც ყველაზე მარტივია ადგილობრივებთან ურთიერთობა, სამსახუროს პოვნა, არის ჯანდაცვისა და განათლების კარგი სისტემა და ცხოვრება არც თუ ისე ძვირია.

20 000 -ზე მეტი ადამიანის გამოკითხვის შედეგად მიგრანტებისთვის 10 საუკეთესო ქვეყნის რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება :

ესპანეთი –  ბევრი დადებითი მხარის გამო, ესპანეთი მიგრანტებისთვის ერთ-ერთი რჩეული ქვეყანაა. მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო განსაკუთრებით უმსუბუქებს მიგრანტებს ყოველდღიურობას. გარდა ამისა, კარგი ჯანდაცვის სისტემა და კლიმატი კიდევ უფორ კომფორტულს ხდის ამ ქვეყანაში ცხოვრებას.

პორტუგალია – მიგრანტებს ეს ქვეყანა დაბალი ფასების გამო იზიდავს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხო ქვეყანაში ცხოვრების დასაწყებად.

ჩეხეთი – პორტუგალიის მსგავსად, ჩეხეთში ცხოვრება საკმაოდ იაფია და მიგრაციის მაღალ მაჩვენებელსაც სწორედ ეს განაპირობებს. გარდა ამისა, ჩეხეთი ევროპაში მოგზაურობის საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს იძლევა მდებარეობიდან გამომდინარე.

ლუქსემბურგი – წინა ქვეყნებისგან განსხვავებით ლუქსემბურგში ცხოვრება შედარებით ძვირია, თუმცა იმიგრანტებს კარგ  კარიერულ პერსპქეტივებს სთავაზობს.

ბულგარეთი – ამ ქვეყანაში განსაკუთრებით მარტივია ადგილობრივებთან ურთიერთობა. ასევე, უცხოელებს მოსწონთ ბულგარეთის კულტურა და ბიუჯეტური ცხოვრება.

სინგაპური – ეს ქვეყანა თავის მაცხოვრებლებს საკმაოდ უსაფრთხო და დაცულ გარემოს უქმნის. მიგრანტებს განსაკუთრებით მოსწონთ კარგი სატრნასპორტო სისტემა, თუმცა მათი თქმით განათლების მიღება და ჯანდაცვის სერვისები საკმაოდ ძვირია.

ახალი ზელანდია – ეს ქვეყანა იდეალური ადგილია ბავშვიანი ოჯახებისთვის, რადგან ბავშვთა მოვლის და განათლების საკმაოდ ხარისხიანი სისტემა აქვთ. ასევე, მიგრანტებისთვის მისაღებია მათი სამუშაო პირობები.

არგენტინა – ამ ქვეყანაში ცხოვრებას განსაკუთრებით ამარტივებს მეგობრული, თბილი და კეთილი ხალხი. კარგი კლიმატი და არც თუ ისე ძვირი ცხოვრება კი  კიდევ უფრო სასურველს ხდის აქ ცხოვრებას.

პანამა – გარდა იმისა, რომ მიგრანტები პანამაში უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, ეს ქვეყანა მათ სამუშაო ადგილებითა და კარგი პირობებით უზრუნველოფს.

ტაივანი – ტაივანში ცხოვრების, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ხარისხი საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული. ამასთანავე, მიგრანტებისთვის ის წარატებულ კარიერულ შესაძლებლობებს იძლევა.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიბანგკოკი თბილისის ავიარეისები დაინიშნა
შემდეგი სტატიაბათუმიდან ლვოვის მიმართულებით ავიარეისები იწყება
5 4 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments