2019 წლის 27 ივნისს ტალინიდან ბათუმში პირველი ჩარტერული რეისი განხორციელდა. ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა და მათი 90% ერთი კვირით გეგმავს საქართველში დარჩენას და მოგზაურობას. აეროპორტში ესტონელ სტუმრებს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა. მგზავრებისთვის აეროპორტში ფოლკლორული შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ჩარტერს ავიაკომპანია „Smartlynx Airlines” შეასრულებს და ფრენა კვირაში ერთხელ, Airbus A320 საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
„ ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია ხორციელდება. შესაბამისად, მზარდია აჭარაში ესტონელი მოგზაურების რაოდენობაც, რაც რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის 5 თვის მონაცემებზე დაყრდნობით 59% – იან მატებას ითვალისწინებს „ – აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში .
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტალინთან ერთად ჩარტერული რეისები ბათუმის მიმართულებით ვილნიუსიდანაც ინიშნება.