უკრაინის ავიახაზები მზადყოფნას გამოთქვამს თბილისის მიმართულებით ფრენების რაოდენობა გაზარდოს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ევგენია საცკაიამ , უკრაინაში საქართველოს ელჩის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

დღეისათვის „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ კიევიდან თბილისის მიმართულებით დღეში
ორ ფრენას ახორციელებს. ევგენია საცკაიას თქმით კი, ისინი მზად არიან ეს რაოდენობა გაზარდონ. რაც შეეხება ბათუმის აეროპორტში ფრენების შესრულებას, რადგანაც ის სეზონური მიმართულებაა, ავიაკომპანიამ უარი განაცხადა.

ევგენია საცკაია საქართველოს აეროპორტებში მაღალი გადასახადების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აეროპორტების მფლობელების მიერ დაწესებული გადასახადები ავიაკომპანიებისთვის პრობლემას წარმოადგენს.

„არსებობს პრობლემა, რომელიც კიევის საერთაშორისო ავიახაზებს საქართველოში განვითარების საშუალებას არ აძლევს. თბილისსა და ბათუმში აეროპორტებში მაღალი მოსაკრებელი აქვთ, რადგან ამ აეროპორტებს უცხოური კომპანიები მართავენ. ეს მოსაკრებელი ევროპული ქალაქების აეროპორტების მოსაკრებლებთან შედარებით გაცილებით მაღალია. ამ გადასახადების შემცირება ავტომატურად მოგვცემდა საშუალებას, ფრენების ღირებულება შეგვემცირებინა.“ – განაცხადა ევგენია საცკაიამ.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის თქმით, მათი ავიაკომპანიისათვის თბილისში ფრენები მნიშვნელოვანია, რადგან „თბილისს სატრანზიტო ეფექტი აქვს“ .

თბილისი კიევი

გამგზავრების თარიღი დაბრუნების თარიღი გაჩერებები ავიახაზები ბილეთის მოძებნა

30.10.2019

17.01.2020

Direct

ავიაბილეთები 448 -დან

27.01.2020

31.01.2020

Direct

ავიაბილეთები 355 -დან

08.02.2020

12.02.2020

Direct

ავიაბილეთები 357 -დან

23.03.2020

30.03.2020

Direct

ავიაბილეთები 403 -დან

25.04.2020

28.04.2020

Direct

ავიაბილეთები 448 -დან

30.05.2020

07.06.2020

Direct

ავიაბილეთები 486 -დან

samogzauro dazgveva