საქართველოს საავიაციო ბაზარზე სიახლეების ტალღა გრძელდება და საჰაერო მიმოსვლა კიდევ ერთი ახალი მიმართულებით იწყება. ამჯერად, უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი იწყებს ფრენების შესრულებას ბათუმი ლვოვი ლვოვი ბათუმი ავიარეისზე.

ლვოვი უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქია, რომელსაც საკმაოდ საინტერესო არქიტექტურა გამოარჩევს. უკრაინის ქალაქებს შორის ის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და მრალავფეროვანი ქალაქია.

ლვოვის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით სამგზავრო რეისები 2020 წლის 26 მაისიდან დაიწყება და კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.

ცნობილი გახდა უკვე ავიაბილეთების ღირებულებაც და მათი შეძენაც უკვე შესაძლებელია. ლვოვიდან ბათუმის მიმართულებით ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 68$-დან იწყება, ხოლო ბათუმიდან ლვოვის მიმართულებით 65$-დან.

ამ ეტაპზე, ბათუმიდან უკრაინის ორ ქალაქში, კიევსა და ლვოვში იქნება შესაძლებელი პირდაპირი მიმოსვლა SkyUp Airlines-ის ავიაკომპანიით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში10 საუკეთესო ქვეყანა მიგრანტებისთვის
შემდეგი სტატიაშვეიცარიის მოქალაქეები საქართველოში ID ბარათით შემოვლენ
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments