მას შემდეგ, რაც მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიის გამო საჰაერო საზღვრები ჩაიკეტა, საქართველოს მოქალაქეებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან დაბრუნება ვერ მოახერხეს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ქართველების სამშობლოში დასაბრუნდებლად სპეცრეისები დანიშნა, რომლებსაც Georgian Airways-ი და Aegean Airlines-ი შეასრულებენ.

პირველი რეისი დღეს თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით სრულდება, რომელიც ბერლინიდან საქართველოში 180 ქართველს დააბრუნებს, სხვა ქვეყნებში დარჩენილი მოქალაქეებისთვის კი კიდევ 6 სპეცრეისი შესრულდება, რომელთა განრიგი უკვე ცნობილია :

26 მარტი : თბილისი-ვენა-თბილისი

31 მარტი : თბილისი-ამსტერდამი-თბილისი

3 აპრილი : თბილისი-ვარშავა-თბილისი

7 აპრილი : თბილისი-ათენი-თბილისი

10 აპრილი : თბილისი-ლარნაკა-თბილისი

ეს არის უახლოესი 2 კვირის განრიგი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალიკიანმა კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინატო საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცადებაში გვამცნო. მისი თქმით, განსაკუთრებით გაკონტროლდება ავიაბილეთების ღირებულება, რომელიც 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები დოჰას მიმართულებით
შემდეგი სტატიაWizz Air-ის რეისები ქუთაისის აეროპორტიდან პირველ მაისამდე შეჩერდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments