საერთაშორისო ავია ბაზარზე უამრავი ავია კომპანია იბრძვის ლიდერობის მოპოვებისათვის. კარგად ნაცნობი და გამოცდილი ავია კომპანიები უკვე უამრავი მიმართულებით გვთავაზობენ ფრენებს, თანაც საკმაოდ კომფორტულად და მისაღებ ფასად. თუმცა ეს ხელს არ უშლის საჰაერო ბაზარზე ახალი და თანამედროვე ავია კომპანიების შემოსვლასა და აქტიურად განვითარებას. მსგავსი ტრენდი ხელს უწყობს სხვადასხვა საჰაერო რეგიონების აქტიურად წინ წამოწევასაც, რაც თითოეული მათგანის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას საშუალებას აძლევს უფრო იაფად მიიღონ ავია მომსახურება.

ავია კომპანია SkyUp 2018 წლიდან მოღვაწეობს საერთაშორისო სივრცეში და უკვე აქტიურად ანხორციელებს საკუთარი საავიაციო არეალის გაფართოებას. საკმაოდ მოხერხებული ავია ფლოტის მფლობელი კომპანია აქამდეც არაერთი ლამაზი და ცნობილი ქალაქის მიმართ გვთავაზობდა ხშირ ფრენებს, თუმცა ამჯერად კომპანიის წარმმადგენლებს კიდევ ერთი სასიხარული სიახლე აქვთ საკუთარი მომხმარებლებისათვის.

სქაიაფის წარმომადგენლების განცხადებით, ცნობილი და ახალგაზრდა ავია კომპანია მალე სრულიად ახალ და მოხერხებული მიმართულებებით იწყებს ფრენას. როგორც ცნობილი გახდა. აღნიშნული ავიახაზები მაისის ბოლოდან ფრენებს დაიწყებენ ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქების მიმართულებით, როგორიცაა ბარსელონა. ხარკოვი – ბარსელონას რეისებს ავია კოპანია 25 მაისიდან დაიწყებს. ასევე SkyUp 30 მაისიდან იწყებს რეისებს ხარკოვსა და ლარნაკას შორის.

ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტიდან ცნობილი ავია კომპანია ასევე ზაფხულის სეზონიდან აპირებს რეისების დანიშვნას რიმინის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებითაც. ეს მართლაც მნიშვნელოვანი სიახლეა ქართველი მოგზაურებისათვის, რადგან უკრაინული ავია კომპანიების გააქტიურება კავკასიის რეგიონში უფრო დიდ კონკურენციას უდრის. ასეთი დატვირთული საჰაერო სივრცის გამო კი ქართველებისთვის ავიაბილეთების შეძენა სავარაუდოდ სულ უფრო და უფრო დაბალ ფასად იქნება შესაძლებელი.

 

ქუთაისიდან ავიაკომპანია სქაიაფი პირველ ეტაპზე ორ მიმართულებით გეგმავს ფრენების დაწყება ესენია: ქუთაისი – ოდესა და ქუთაისი – ხარკოვი აღნიშნული ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებლია Avia.ge-ის საძიებო სისტემაში, გაითვალისწინეთ წინასწარ შეძენის შემთხვევაში დაზოგავთ თანხას ამიტომ შეიძინეთ დღესვე და მიიღეთ საუკეთესო ფასი.

ავია ბილეთების შეძენა ყველაზე დაბალ ფასად აღნიშნულ რეისებზე Avia.Ge-ს საძიებო სისტემის წყალობით შეგეძლებათ. მოხერხებული ინტერფეისის მქონე ვებგვერდი აქტიურად აწარმოებს საკუთარი ბაზების განახლებას და რათქმაუნდა უახლესი რეისების შესახებაც მოგაწვდით ყველაზე მოხერხებულ და საჭირო ინფორმაციას, თანაც სახლიდან გაუსვლელად სულ რაღაც 2 წუთში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები საბერძნეთის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ბელგიის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments