ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი მსოფლიოს დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს და მოგზაურებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2019 წლის ნოემრბიდან რაინეარი საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდა და თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან დაიწყო ოპერირება. ამ ეტაპზე, თბილისიდან მილანის, ხოლო ქუთაისიდან მარსელის და  ბოლონიის მიმართულებით ასრულებს ფრენებს, აპრილიდან კი თბილისიდან კიოლნის მიმართულებით დაიწყებს საჰაერო მიმოსვლას.

საქართველოს მოქალაქეებისთვის რაინეარი ჯერ ახალი ავიაკომპანიაა, ამიტომ მისი წესები და პირობები უცნობია. ამ სტატიაში კი თქვენ ყოველ მათგანს დეტალურად გაეცნობით.

  • ავიაბილეთის გაუქმება

სხვა ავიაკომპანიებისგან განსხვავებით, რაინეარს ავიაბილეთის გაუქმების ფუნქცია საერთოდ არ აქვს და, შესაბამისად, თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

  • თარიღის შეცვლა

ავიაბილეთში თარიღის შეცვლის საკომისიო 50-დან 95 ევრომდე მერყეობს ერთ გზაზე და ერთ მგზავრზე.

  • მგზავრის მონაცემების შეცვლა

იმ შემთხვევაში, თუ ავიაბილეთში მგზავრის მონაცემებში რაიმე ცვლილებას შეიტანთ ან  სხვა პირზე გადაცვლით, საკომისიო 160 ევრო იქნება.

  • რეგისტრაცია/Check-in

ყველა დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის მსგავსად, რაინეარის რეგისტრაციის მომსახურება აეროპორტში ფასიანია და ღირებულება 55 ევროს შეადგენს. ამის თავიდან ასაცილებლად, ავიაკომპანია საშუალებს გაძლევთ, რომ ფრენამდე 48 საათით ადრე გაიაროთ ინლაინ რეგისტრაცია სრულიად უფასოდ.

  • ხელბარგი

რაინეარის ხელბარგი ერთ 10კგ-იან ჩანთას მოიცავს, რომელიც შემდეგ ზომებს არ უნდა აღემატებოდეს : 40X25X20.

  • პრიორიტეტული ბარგი

პრიორიტეტი  10კგ-იან ჩანთას ან ჩემოდანს გულისხობს, რომლის ზომები 55X40X20-ია და თვითმფრინავის სალონში უნდა აიტანოთ. პრიორიტეტული ბარგის ღირებულება ავიაბილეთის შეძენისას 6-დან 14 ევრომდეა, ხოლო უკვე შეძენილ ბილეთზე დამატების შემთხვევაში ფასი იმატებს.

  • ჩასაბარებელი ბარგი

თუ ჩასაბარებელი ბარგი გსურთ, 10 კგ. ან 20 კგ. შეგიძლიათ აირჩიოთ. ორივე წონის შემთხვევაში ჩანთის ზომები 81 x 119 x 119-ს არ უნდა აჭარბებდეს. ღირებულება 10კგ.-ის შემთხვევაში ავიაბილეთის შეძენისას 10-დან 18 ევრომდეა, 20კგ.-ის შემთხვევაში კი 25-დან 35 ევრომდე. უკვე შეძენილ ბილეთზე ბარგის დამატების შემთვხვევაშ ღიებულება იზრდება.

გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენს მიერ შეძენილ წონას გადააჭარბებთ, 1კგ-ზე 11 ევროს გადახდა მოგიწევთ.

  •  სპორტული აღჭურვილობა

თუ თქვენ მგზავრობთ სპორტული აღჭურვილობით, მისი ღირებულება 35-40 ევროა. მუსიკალური ინსტრუმენტის შემთხვევაში 50-65 ევრო. ველოსიპედის ღირებულება 60-75 ევროა.

  •  ბავშვთან/ჩვილთან ერთად მგზავრობა

თუ თქვენ მგზავრობას აპირებთ ბავშვთან ერთად, რომლის ასაკიც 12 წელზე ნაკლებია, ბილეთის შეძენისას უნდა აირჩიოთ თქვენი და ბავშვის ადგილი ერთმანეთის გვერდით. უფასო ადგილები 18-დან 33 რიგის ჩათვლით არის, ხოლო თუ წინა რიგები გსურთ, ღირებულება 1-დან 7 ევრომდეა.

ჩვილს და უფროსს ერთი ადგილი ენიჭებათ, ხოლო ჩვილის მგზავრობის ღირებულება 25 ევროს შეადგენს.

  • ბარათის საკომისიო

გადახდისას ავიაბილეთის ღირებულებას ემატება ბარათის საკომისიო, პროცენტულობა კი დამოკიდებულია ბარათის ტიპზე და წარმომავლობაზე.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ლვოვის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ავსტრალიის მიმართულებით
2.3 4 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments