flights to Ukraineირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair უკრაინის მიმართულებით ფრენების განახლებას გეგმავს. ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ, The Telegraph-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რაინეარი ამზადებს სტრატეგიას, რომელიც საშუალებას მისცემს ფრენები განაახლოს ომის დასრულებიდან ექვსი კვირის განმავლობაში.

მისი თქმით, ფრენების განახლებისთვის აუცილებელია საომარი მოქმედებების ოფიციალური შეწყვეტა, რათა შესრულდეს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მოთხოვნები.

Ryanair გეგმავს, რომ კიევისა და ლვოვის მიმართულებით დაახლოებით 24 მარშრუტი შეასრულოს, რისთვისაც გამოიყენებს ლონდონის სტენსტედისა და პარიზის ორლიის აეროპორტებიდან გადამისამართებულ რეისებს. ოდესაში ფრენების განახლება შესაძლოა უფრო მეტ დროს მოითხოვდეს, რადგან აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში, მათ შორის ხერსონის აეროპორტში, მნიშვნელოვანი ნგრევაა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi17 October 202625 October 2026Red Wingsავიაბილეთები 291 -დან
Almaty29 December 20263 January 2027Air Astanaავიაბილეთები 1 113 -დან
Amsterdam3 June 20276 June 2027Transaviaავიაბილეთები 774 -დან
Ankara3 October 202622 October 2026Ajetავიაბილეთები 357 -დან
Athens15 December 20269 January 2027Aegean Airlinesავიაბილეთები 457 -დან

 

შეგახსენებთ, რომ Marsh McLennan-ის უფროსმა პარტნიორმა, კრისპინ ელისონმა განაცხადა, რომ უკრაინის აეროპორტები შესაძლოა 2025 წელს გაიხსნას .

ამასთან, უკრაინა აქტიურად მართავს მოლაპარაკებებს აშშ-სა და ევროკავშირის მარეგულირებლებთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე და ასევე კონსულტაციებს გადის ისრაელის სამოქალაქო ავიაციის სამსახურთან. ლვოვის საერთაშორისო აეროპორტი სწავლობს ფრენების აღდგენის შესაძლებლობას საომარი მდგომარეობის პირობებში უსაფრთხოების დაცვით.

დაეგეგმეთ მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge-სთან ერთად! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით – AZAL-ის სპეციალური შეთავაზება!
შემდეგი სტატიაWizz Air -ის განსაკუთრებული 15%-იან ფასდაკლება შერჩეულ ფრენებზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted