ქართველი მოგზაურებისათვის სასიხარულო ნიუსები ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების გაფორმების შემდეგ მართლაც ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მატულობს. ამჯერად ქართულ ავიასივრცეში ისეთი გიგანტი და ცნობილი ავია კომპანია შემოდის ოფიციალურად, როგორიც რაინეარი გახლავთ.

ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და დაბალბიუჯეტიანი ავიახაზები ირლანდიურ კომპანიას წარმოადგენს. Ryanair-ის 1984 წელს იქნა დაფუძნებული და მას შემდეგ ყოველწლიურად აქტიურად აგრძელებს განვითარებასა და უამრავი თანამედროვე ტენდენციის დანერგვას.

მათი კომფორტული თვითმფრინავები უკვე 38 ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით ანხორციელებენ რეგულარულ რეისებს და ახალი სეზონიდან ამ სიას 39-ე ნომრად საქართველოც შეემატება.

რაინეარი საკმაოდ ბევრი მოგზაურისთვის საყვარელი და კარგად ცნობილი ავია კომპანიაა, რის გამოც მისი საქართველოში შემოსვლა მართლაც მისასალმებელი ფაქტია.

აღნიშნული შეთანხმება ახლახანს გაოფიციალურდა შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და რაინეარის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი შეხვდნენ. მხარეებმა ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი და სასიხარულო ნიუსი საბოლოოდ გააოფიციალურეს.

პირველ ეტაპზე, ანუ შემოდგომის სეზონიდან Ryanair-ის რეისები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე ქალაქის მიმართულებით განხორციელდება.

მიღწეული შეთანხმების თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენას რაინეარის თვითმფრინავებით მილანში პირდაპირი რეისით შეძლებთ. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი რეისებით გარფენას, ამ შემთხვევაში რაინეარის თვითმფრინავები პირდაპირ მარსელსა და ბოლონიაში გაგაფრენენ.

შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანის მიმართულებით პირდაპირი რეისები კვირაში ოთხჯერ განხორციელდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით რეისები კვირაში 2-2 სიხშირით შესრულდება. ამ დაანონსებული ფრენებიდან პირველი რეისი 6 ნოემბერს, მილანის მიმართულებით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული შეთანხმება საერთო ჯამში პირდაპირი ფრენების განხორციელებას 12 ახალი მიმართულებით ითვალისწინებს. შესაბამისად, წელს დაგეგმილი 3 ახალი მიმართულება მხოლოდ შეთანხმების პირველი ეტაპის განხორციელებას მოიცავს და დანარჩენი მიმართულებებით ფრენის დაწყება მომავალი წლიდანაა დაგეგმილი. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ვალენსიის მიმართულებით
შემდეგი სტატიადიდი ფასდაკლება პეგასუსის ავიხაზებზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments