როგორც უკვე ცნობილია, 1 თებერვლიდან საქართველოს მთავრობამ რეგულარულ რეისებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა. შესაბამისად, ავიაკომპანიები ეტაპობრივად იწყებენ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას და ფრენების სიხშირეს ზრდიან.

რეგულარულ ფრენებს აღადგენს და კვირაში 3 სიხშირით იფრენს ავიაკომპანია Belavia. 3 თებერვლიდან მინსკი-თბილისის მიმართულებაზე რეისები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას, ხოლო თბილისი-მინსკის მიმართულებით ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს.

თბილისი მინსკის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
6 მაისი 20266 მაისი 2026Belaviaავიაბილეთები 1 226 -დან
3 ივნისი 20268 ივნისი 2026Belaviaავიაბილეთები 1 479 -დან
9 ივლისი 202626 ივლისი 2026Belaviaავიაბილეთები 1 836 -დან

ფრენის სიხშირეებს ზრდიან ყველასათვის კარგად ნაცნობი თურქული ავიაკომპანიები Pegasus Airlines-ი და Turkish Airlines-ი.

11 თებერვლიდან Pegasus-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით იფრენს, ხოლო Turkish Airlines-ი ყოველდღიურ მიმოსვლას 15 თებერვლიდან აღადგენს.

თბილისი სტამბოლის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 მაისი 202631 მაისი 2026Ajetავიაბილეთები 303 -დან
12 ივნისი 202625 ივნისი 2026Ajetავიაბილეთები 305 -დან
6 ივლისი 20267 ივლისი 2026Ajetავიაბილეთები 344 -დან

რეგულარული მიმოსვლა აღადგინეს, ასევე, უკრაინულმა ავიაკომპანიებმა, Fly UIA-მ და Skyup Airlines-მა.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები (FlyUIA) კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და შაბათს იფრენს, ხოლო Skyup-ი ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

თბილისის საერთაშორიო აეროპორტს რეგულარული რეისების აღდგენაში უკვე ბათუმის აეროპორტიც შეუერთდა. დადასტურებული ინფორმაციით, უკრაინული ავიაკომპანია YanAir-ი კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიამიმოსვლას აღადგენს.

YanAir Airlines-ი კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით ფრენებს 3 მარტიდან განაახლებს. აღნიშნულ მიმართულებაზე, ავიაკომპანია კვირაში 7 სიხშირით, ანუ ყოველდღიურად შეასრულებს ავიარეისებს.

თბილისი დუბაის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 მაისი 202621 მაისი 2026Flydubaiავიაბილეთები 1 870 -დან
9 ივნისი 202614 ივნისი 2026Flydubaiავიაბილეთები 1 327 -დან
8 ივლისი 202612 ივლისი 2026Flydubaiავიაბილეთები 1 557 -დან

რეგულარულ რეისებს განაახლებს კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways-ი. 15 თებერვლიდან, Qatar Airways-ი დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად განახორციელებს.

თბილისი დოჰა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
2 ივლისი 202611 ივლისი 2026Qatar Airwaysავიაბილეთები 1 830 -დან

Turkish Airlines-ი, ასევე, რეგულარულ ავიამიმოსვლას აღადგენს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. ავიაკომპანია ბათუმი-სტამბოლი-ბათუმის საჰაერო ხაზზე 3 მარტიდან კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს იფრენს

ბათუმი სტამბოლის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 მაისი 202617 მაისი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 506 -დან
5 ივნისი 202610 ივნისი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 545 -დან
21 ივლისი 202629 ივლისი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 636 -დან

გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ რეგულარულ ავიარეისებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა და ავიაკომპანიებმა რეგულარული ავიამიმოსვლა აღადგინეს, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ სხვა ქვეყნებში ტურისტული მიზნით გამგზავრებას, რადგან ბევრ ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს საზღვრები გახსნილი ტურისტებისთვის.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითებერვლის ავიარეისების განრიგი 2021
შემდეგი სტატიაორი ახალი რეგულარული მიმართულება – თბილისი დოჰა და ბათუმი სტამბოლი
5 4 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments