როგორც უკვე ცნობილია, 1 თებერვლიდან საქართველოს მთავრობამ რეგულარულ რეისებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა. შესაბამისად, ავიაკომპანიები ეტაპობრივად იწყებენ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას და ფრენების სიხშირეს ზრდიან.

რეგულარულ ფრენებს აღადგენს და კვირაში 3 სიხშირით იფრენს ავიაკომპანია Belavia. 3 თებერვლიდან მინსკი-თბილისის მიმართულებაზე რეისები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას, ხოლო თბილისი-მინსკის მიმართულებით ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს.

თბილისი მინსკის ავიაბილეთები

Departure atReturn atAirlineFind tickets
23 September 202630 September 2026Belaviaავიაბილეთები 1 168 -დან
15 October 202615 October 2026Belaviaავიაბილეთები 922 -დან
17 November 202624 November 2026Belaviaავიაბილეთები 922 -დან
9 December 202614 December 2026Belaviaავიაბილეთები 906 -დან

ფრენის სიხშირეებს ზრდიან ყველასათვის კარგად ნაცნობი თურქული ავიაკომპანიები Pegasus Airlines-ი და Turkish Airlines-ი.

11 თებერვლიდან Pegasus-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით იფრენს, ხოლო Turkish Airlines-ი ყოველდღიურ მიმოსვლას 15 თებერვლიდან აღადგენს.

თბილისი სტამბოლის ავიაბილეთები

Departure atReturn atAirlineFind tickets
25 September 202630 September 2026Ajetავიაბილეთები 571 -დან
12 October 202625 October 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 212 -დან
29 November 202629 November 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 210 -დან
5 December 20268 December 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 216 -დან

რეგულარული მიმოსვლა აღადგინეს, ასევე, უკრაინულმა ავიაკომპანიებმა, Fly UIA-მ და Skyup Airlines-მა.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები (FlyUIA) კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და შაბათს იფრენს, ხოლო Skyup-ი ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

თბილისის საერთაშორიო აეროპორტს რეგულარული რეისების აღდგენაში უკვე ბათუმის აეროპორტიც შეუერთდა. დადასტურებული ინფორმაციით, უკრაინული ავიაკომპანია YanAir-ი კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიამიმოსვლას აღადგენს.

YanAir Airlines-ი კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით ფრენებს 3 მარტიდან განაახლებს. აღნიშნულ მიმართულებაზე, ავიაკომპანია კვირაში 7 სიხშირით, ანუ ყოველდღიურად შეასრულებს ავიარეისებს.

თბილისი დუბაის ავიაბილეთები

Departure atReturn atAirlineFind tickets
27 September 202630 September 2026Flydubaiავიაბილეთები 1 137 -დან
1 October 20263 October 2026Flydubaiავიაბილეთები 1 105 -დან
2 November 20266 November 2026Flydubaiავიაბილეთები 1 121 -დან
10 December 202617 December 2026Flydubaiავიაბილეთები 1 386 -დან

რეგულარულ რეისებს განაახლებს კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways-ი. 15 თებერვლიდან, Qatar Airways-ი დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად განახორციელებს.

თბილისი დოჰა

Departure atReturn atAirlineFind tickets
25 September 202629 September 2026Qatar Airwaysავიაბილეთები 2 231 -დან
9 October 202614 October 2026Qatar Airwaysავიაბილეთები 1 571 -დან
13 November 202627 November 2026Qatar Airwaysავიაბილეთები 1 515 -დან
1 December 20264 December 2026Qatar Airwaysავიაბილეთები 1 505 -დან

Turkish Airlines-ი, ასევე, რეგულარულ ავიამიმოსვლას აღადგენს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. ავიაკომპანია ბათუმი-სტამბოლი-ბათუმის საჰაერო ხაზზე 3 მარტიდან კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს იფრენს

ბათუმი სტამბოლის ავიაბილეთები

Departure atReturn atAirlineFind tickets
22 September 202627 September 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 652 -დან
23 October 202624 October 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 435 -დან
22 November 202629 November 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 394 -დან
4 December 20265 December 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 207 -დან

გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ რეგულარულ ავიარეისებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა და ავიაკომპანიებმა რეგულარული ავიამიმოსვლა აღადგინეს, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ სხვა ქვეყნებში ტურისტული მიზნით გამგზავრებას, რადგან ბევრ ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს საზღვრები გახსნილი ტურისტებისთვის.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითებერვლის ავიარეისების განრიგი 2021
შემდეგი სტატიაორი ახალი რეგულარული მიმართულება – თბილისი დოჰა და ბათუმი სტამბოლი
5 4 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted