რუსული ავიაკომპანია Red Wings -ი საქართველოს ქალაქების მიმართულებით ფრენებს აფართოებს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დეკემბრიდან თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტების მიმართულებით ფრენების რაოდენობა კვირაში 23-ს მიაღწევს. რეისები დაგეგმილია მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარადან, ეკატერინბურგიდან, ჩელიაბინსკიდან და სოჭიდან.
Red Wings -ის ფრენების სრული სია საქართველოს მიმართულებით:
- მოსკოვი ბათუმი , ბათუმი მოსკოვი – კვირაში 3 რეისი;
- მოსკოვი ქუთაისი , ქუთაისი მოსკოვი – კვირაში 5 რეისი;
- სანქტ-პეტერბურგი ქუთაისი , ქუთაისი სანკტ-პეტერბურგი – კვირაში 1 რეისი (2 დეკემბრიდან);
- ყაზანი ქუთაისი , ქუთაისი ყაზანი – კვირაში 2 რეისი (3 დეკემბრიდან);
- ეკატერინბურგი ქუთაისი , ქუთაისი ეკატერინბურგი – კვირაში 2 რეისი (3 დეკემბრიდან);
- სანქტ-პეტერბურგი თბილისი , თბილისი სანკტ–პეტერბურგი – კვირაში 1 რეისი (18 ნოემბრიდან);
- ყაზანი თბილისი , თბილისი ყაზანი – კვირაში 2 რეისი (13 ნოემბრიდან);
- სამარა თბილისი , თბილისი სამარა – კვირაში 1 რეისი (16 ნოემბრიდან);
- ეკატერინბურგი თბილისი , თბილისი ეკატერინბურგი – კვირაში 2 რეისი (16 ნოემბრიდან);
- ჩელიაბინსკი თბილისი , თბილისი ჩელიაბინსკი – კვირაში 1 რეისი (15 ნოემბრიდან);
- სოჭი თბილისი , თბილისი სოჭი – კვირაში 3 რეისი.
Red Wings -ის ფრენები თბილისის აეროპორტიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
სოჭი | 26 ნოემბერი 2024 | 14 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 351 -დან | |
სამარა | 30 დეკემბერი 2024 | 13 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 745 -დან | |
კაზანი | 24 ნოემბერი 2024 | 8 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 713 -დან | |
მოსკოვი | 1 იანვარი 2025 | 13 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 586 -დან | |
მინვოდი | 10 ნოემბერი 2024 | 24 ნოემბერი 2024 | ავიაბილეთები 352 -დან | |
ეკატერენბურგი | 11 ნოემბერი 2024 | 24 ნოემბერი 2024 | ავიაბილეთები 809 -დან |
Red Wings-ის გარდა, ფრენებს საქართველოს მიმართულებით კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines -იც ახორციელებს:
- მოსკოვი თბილისი , თბილისი მოსკოვი – კვირაში 14 რეისი;
- სოჭი თბილისი , თბილისი სოჭი – კვირაში 2 რეისი;
- მოსკოვი ბათუმი , ბათუმი მოსკოვი – კვირაში 2 რეისი;
- მინერალნიე-ვოდი თბილისი , თბილისი მინერალნიე-ვოდი – კვირაში 3 რეისი;
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways კი აგრძელებს ფრენებს თბილისი მოსკოვი , მოსკოვი თბილისი -ს მიმართულებით, კვირაში 14 სიხშირით.
ამგვარად, 2023 წლის დეკემბერში რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საერთო რაოდენობამ შესაძლოა კვირაში 58-ს მიაღწიოს.