რუსულ ავიაკომპანია Red Wings -ს საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი რეისების დამატება სურს. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს და მათი ცნობით, ავიაკომპანიამ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში კვირაში 23-ჯერ უნდა იფრინოს.
რედ ვინგსმა რეისები მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, სოჭიდან, ყაზანიდან, სამარადან და ჩელიაბინსკიდან უნდა შეასრულოს.
- ავიაკომპანია აპირებს, ჩელიაბინსკი თბილისი , თბილისი ჩელიაბინსკი -ს მიმართულებით, ფრენები 15 ნოემბრიდან, კვირაში 1 სიხშირით შეასრულოს.
- რაც შეეხება ეკატერინბურგიდან თბილისის მიმართულებით რეისებს, ის 16 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით იგეგმება.
- “ეხო კავკაზას” ინფორმაციით, ყაზანიდან თბილისის მიმართულებით ფრენები 13 ნოემბრიდან, კვირაში 2-ჯერ უნდა განხორციელდეს.
- ხოლო, სამარა თბილისი , თბილისი სამარა –ს მარშრუტზე კი კვირაში 1 რეისი.
Red Wings -ის ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ნიჟნი ნოვგოროდი | 10 ივნისი 2025 | 20 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 822 -დან |
სამარა | 26 ივნისი 2025 | 3 ივლისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 808 -დან |
კაზანი | 7 ივნისი 2025 | 19 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 913 -დან |
სანკტ პეტერბურგი | 3 ივნისი 2025 | 17 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 089 -დან |
ეკატერენბურგი | 11 ივნისი 2025 | 24 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 037 -დან |
ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 2023 წლის მაისში აღდგა. red wings -მა კი პირველი ფრენა მოსკოვი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე 10 ივლისს განახორციელა. ამ ეტაპზე ამ ორ ქვეყანას შორის რეისებს Georgian Airways -ი, Red Wings -ი, Azimuth -ი ახორციელებენ.