2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტებმა მგზავრთნაკადის 42%-იანი ზრდა აჩვენეს პანდემიამდელ დონესთან შედარებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ამ პერიოდში ქვეყნის აეროპორტებმა რეგულარული და არარეგულარული რეისებით 6 908 493 მგზავრი მოემსახურა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25%-ით, ხოლო 2022 წლისას 70%-ით აჭარბებს.
სტატისტიკის მიხედვით, პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოს აეროპორტებში 4 877 967 მგზავრი დაფიქსირდა, 2022 წელს – 4 059 453, 2023 წელს – 5 525 365, ხოლო 2024 წელს – 6 908 493 მგზავრი.
პირდაპირი ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
სოჭი | 31 მარტი 2025 | 2 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 369 -დან |
ალმაატა | 5 სექტემბერი 2025 | 13 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 943 -დან |
ამსტერდამი | 18 ივნისი 2025 | 25 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 642 -დან |
ათენი | 12 აპრილი 2025 | 21 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 346 -დან |
აბუ დაბი | 8 მაისი 2025 | 15 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 774 -დან |
ანტალია | 10 აპრილი 2025 | 16 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 343 -დან |
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 4 406 773 მგზავრი გაატარა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. 2023 წელს აეროპორტმა 3 390 432 მგზავრს, 2022 წელს — 2 736 990, ხოლო 2019 წელს — 3 470 415 მგზავრს მოემსახურა. 2024 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ 2019 წელთან შედარებით ზრდამ 27%, ხოლო 2022 წელთან შედარებით 61% შეადგინა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – 2024 წლის იანვარ-ნოემბერში მგზავრთნაკადი 897 159-ს შეადგენდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 50%-იანი ზრდაა. 2023 წლის ანალოგიური პერიოდის 592 958 მგზავრთან შედარებით ზრდა 51%-ს, ხოლო 2022 წლის 584 114 მგზავრთან შედარებით 54%-ს შეადგენს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 1 580 203 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 100%-იანი ზრდაა. 2023 წელს აეროპორტმა 1 514 105 მგზავრი გაატარა, 2022 წელს — 710 764 მგზავრი, ხოლო 2019 წელს — 791 399 მგზავრი. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 4%-იანი და 2022 წელთან შედარებით 122%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
დაჯავშნეთ ავიაბილეთები იაფად ნებისმიერი მიმართულებით. დაგვირეკეთ: 551 907 907