თუ საბერძნეთში მოგზაურობას გეგმავთ, ახლა საუკეთესო დროა ავიაბილეთების დასაჯავშნად! ბერძნული ავიაკომპანია SKY express განსაკუთრებულ აქციას აცხადებს – 55%-მდე ფასდაკლება ავიაბილეთებზე, რომელიც ვრცელდება როგორც საბერძნეთის შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებებზე. აქცია ძალაშია 2 ივნისის ჩათვლით, ხოლო მოგზაურობა შესაძლებელია 2025 წლის 16 ივნისიდან 2026 წლის 20 მარტამდე.

ფასდაკლება სულ 55 მიმართულებაზე ვრცელდება, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, დაგეგმოთ დაუვიწყარი მოგზაურობა ხელმისაწვდომ ფასად.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია სქაი ექსპრესი პირდაპირ ავიამიმოსვლას თბილისის აეროპორტი -დან ათენის მიმართულებით გვთავაზობს. ფრენები ამ დროისათვის კვირაში 4-ჯერ – ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას სრულდება.

აქციის დეტალები:

  • დაჯავშნის პერიოდი: 2025 წლის 23 მაისი-დან 2025 წლის 2 ივნისის ჩათვლით.
  • მოგზაურობის პერიოდი: 2025 წლის 16 ივნისი – 2026 წლის 20 მარტი.
  • ფასდაკლება ვრცელდება: SKY express-ის ყველა მარშრუტზე, რომელიც მოიცავს 55 მიმართულებას.

გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ რეისზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შანსი და დაგეგმეთ თქვენი შემდეგი თავგადასავალი დღესვე!

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air ქუთაისიდან რიგაში ფრენებს წყვეტს
შემდეგი სტატიაატირაუ თბილისი – Air Astana-მ პირველი ფრენა შეასრულა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments