პანდემიის პერიოდში საზღვრის კვეთის წესებში ბევრი სიახლე გაჩნდა. ყველა ქვეყანამ ახალი რეგულაცია დააწესა და, სწორედ ამიტომ, ამა თუ იმ ქვეყანაში გასამგზავრებლად აუცილებელია საზღვარზე შესვლის პირობებს საგულდაგულოდ გავეცნოთ.

რეგულაცია, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანამ შემოიღო, დეკლარაციის შევსებაა. მგზავრმა დეკლარაცია უნდა შეავსოს გამგზავრებამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში და აუცილებლად თან უნდა იქონიოს აეროპორტში ელექტრონული ან ამობეჭდილი სახით.

რას გულისხმობს დეკლარაციის შევსება?

დეკლარაციის შევსებისას მგზავრი ავსებს საკონტაქტო ინფორმაციას, რომელიც დანიშნულების ქვეყანას საშუალებას აძლევს მარტივად და დროულად დაუკავშირდეს მგზავრს საჭიროების შემთხვევაში.

სწორედ ამიტომ, avia.ge-მ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ ახალი რუბრიკა, სადაც ვიდეოების სახით დეტალურად იქნება აღწერილი დეკლარაციის შევსების პროცესი. აღნიშნული ვიდეოები ყველა ქვეყნის დეკლარაციასთან დაკავშირებით დაიდება სისტემატიურად.

დღეს გთავაზობთ ინსტრუქციას, თუ როგორ ხდება პოლონეთის დეკლარაციის შევსება. ქვემოთ მოცემულია დეკლარაციის ლინკი და ვიდეო, რომლის დახმარებითაც შეძლებით მარტივად შეავსოთ პოლონეთის დეკლარაცია.

დეკლარაციის ლინკი:

შეავსეთ პოლონეთის დეკლარაცია აქ

დეკლარაციის შესავსები ვიდეო ინსტრუქცია:

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში10 ავიაკომპანია, რომელიც დღის განმავლობაში ყველაზე მეტ რეისს ასრულებს
შემდეგი სტატიაავიაკომპანია FLYONE Armenia თბილისიდან ერევანის მიმართულებით შემოგვთავაზებს რეისებს
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments