რობოტი თბილისის აეროპორტშიTAV Georgia -ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ 2025 წლის აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რობოტი დაიწყებს მუშაობას. მისი თქმით, ამასთან, თბილისის აეროპორტი შეუერთდება იმ აეროპორტებს, სადაც უკვე რობოტები გამოიყენება, რაც მგზავრების ყურადღებასა და ინტერესს აუცილებლად მიიპყრობს.

„უკვე ერთი წელია ვესწრებით სხვადასხვა გამოფენებს, რათა შევარჩიოთ რობოტი, რომელიც შეესაბამება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის მასშტაბებს. ვფიქრობ, 2025 წლის აპრილში ეს ინოვაცია უკვე განხორციელებული იქნება. რობოტი არ ჩაანაცვლებს საინფორმაციო სამსახურს, მაგრამ იქნება დამატებითი, კომფორტული მომსახურება მგზავრებისთვის. ის იმოძრავებს ტერმინალში და დაეხმარება მგზავრებს, უპასუხოს კითხვებს რეისებთან დაკავშირებით,” – აღნიშნავს თეა ზაქარაძე.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi18 October 202624 October 2026Red Wingsავიაბილეთები 437 -დან
Almaty11 September 202614 September 2026Air Astanaავიაბილეთები 1 137 -დან
Amsterdam14 October 202625 October 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 795 -დან
Ankara19 September 202624 September 2026Ajetავიაბილეთები 341 -დან
Athens15 November 202622 November 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 462 -დან
Abu Dhabi7 September 202614 September 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 840 -დან
Antalya20 October 202623 November 2026SunExpressავიაბილეთები 455 -დან
Manama7 November 202621 November 2026Gulf Airავიაბილეთები 1 584 -დან
Baku15 December 202620 December 2026Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 390 -დან
Belgrade2 October 202611 October 2026Air Serbiaავიაბილეთები 805 -დან

 

ამასთანავე, ზაქარაძე ხაზს უსვამს, რომ TAV როგორც გლობალური კომპანია, არამხოლოდ საქართველოსთვის მუშაობს რობოტების დანერგვაზე. „TAV-ის მმართველობის ქვეშ არის 125 აეროპორტი, და ბევრ მათგანში უკვე დაინერგა მსგავსი ინოვაციები. მაგალითად, იზმირისა და ბოდრუმის აეროპორტებში რობოტები უკვე გამოიყენება ბარგის მართვის პროცესში,“ – დასძენს ის.

მისივე თქმით, TAV IT-ის გუნდი ცენტრალური სათავო ოფისიდან აქტიურად მუშაობს ამ პროექტზე, და 2025 წლის აპრილში თბილისის აეროპორტში რობოტი ოფიციალურად წარედგინება.

დაჯავშნე იაფი ავიაბილეთები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიალდაგი სამოგზაურო დაზღვევა Aldagi dazgveva
შემდეგი სტატიაუნისონი სამოგზაურო დაზღვევა Unison dazgveva
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted