იტალია რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა თავისი ულამაზესი და სანახაობრივი ქალაქებით, ეს ალბათ უცნობი ფაქტი არ არის. სწორედ ამიტომ, ის ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს და მისი ღირსშესანიშნაობები და უგემრიელესი სამზარეული გულგრილს ნამდვილად არავის ტოვებს.
მოგზაურობის მოყვარულთათვის განსაკუთრებულად გამორჩეული ქალაქია პიზა, რომელიც იტალიის ულამაზეს რეგიონს, ტოსკანას ეკუთვნის. ალბათ, ბევრი გსმენიათ „გადახრილი“ კოშკის შესახებ, რომელიც ამ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. პიზის კოშკის პოპულარულობას მისი ორიგინალური ფორმა განაპირობებს, რომელიც მისი მშენებლობისას შემთხვევით გადაიხარა და დღემდე ამ სახითაა შემორჩენილი. სწორედ თავისი უნიკალური ფორმის გამო ის ტურისტების საყვარელი ადგილია სურათების გადასაღებად, რადგან ამ კოშკთან ბევრი საინტერესო და კომიკური ფოტო შექმნილა.
მიუხედავად იმისა, რომ პიზა მეტწილად თავისი კოშკითაა ცნობილი, ამ ქალაქში თქვენ კიდევ ბევრი საინტერესო და ისტორიული ადგილის აღმოჩენა შეგიძლიათ. თუ თქვენ მოგზაურობისას ტაძრებისა და მუზეუმების მონახულება გხიბლავთ, ხოლო თქვენთვის დღის იდეალური დასასრული ულამაზეს ქუჩებში გასეირნებაა, იაფი ავიაბილეთები პიზის მიმართულებით თქვენ ნამდვილად დაგეხმარებათ დაუვიწყარი მოგზაურობის მოწყობაში.
ეს პატარა და ულამაზესი ქალაქი სტუმრებს საშუალებას აძლევს მოინახულონ სხვადასხვა მონუმენტები პიზის “საოცრებათა მოედანზე“ , რომელიც ქალაქის 4 მთავარ წმინდა ძეგლს და 2 მუზეუმს აერთიანებს. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ მდინარე „არნოს“ ზღაპრული ხედებით და გაისერნოთ მასზე გაშენებულ ულამაზეს „მეზოს“ ხიდზე.
ხოლო, თუ შოპინგი თქვენი მოგზაურობის განუყრელი ნაწილია, მაშინ “ბორგო სტრეტო“ იდეალური ადგილია თქვენთვის ულამაზესი არქიტექტურითა და სხვადასხვა მაღაზიებით. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ უგემრიელესი და განთქმული იტალიური ნაყინი, რომლის დაგემოვნება „Gelateria De’ Coltelli“ – ში შეგეძლებათ.
საბედნიეროდ, ასეთი დაუვიწყარი მოგზაურობის მოწყობა ძალიან მალე თქვენ სულ მარტივად შეგეძლებათ. ავიაკომპანია vizz air ge-ი პიზის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 2019 წლის 18 დეკემბრიდან შეასრულებს. იაფი ავიაბილეთები პიზის მიმართულებით უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ქუთაისის აეროპორტიდან და პირდაპირი რეისით მოხვდეთ ტოსკანას ულამაზეს რეგიონში. ორმხრივ ავიაბილეთს თქვენ სულ რაღაც 350 ლარად შეიძენთ.
რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, თქვენ შეგიძლიათ Turkish Airlines – ის ფრენებით ისარგებლოთ, რომელიც ორმხრივ ავიაბილეთებს საშუალოდ 750 – დან 900 ლარამდე გვთავაზობს. ხოლო, ავიაკომპანია Lufthansa ფრენებს 900-დან 1200 ლარის ფარგლებში ახორციელებს.
თბილისი პიზა
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
20 მარტი 2025 | 24 მარტი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 799 -დან |
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კი ისევ ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები გვთავაზობს ფრენებს და ამ შემთხვევაში ორმხირივი ავიაბილეთის ღირებულება 800 – დან 1000 ლარამდე მერყეობს.
იაფი ავიაბილეთები პიზის მიმართულებით შეგიძლიათ Avia.ge – ს დახმარებით საქართველოს სამივე აეროპორტიდან მოძებნოთ და საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ, ხოლო, ამ პროცესის გასამარტივებლად გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია ან დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.