თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines -ი ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას იწყებს. ავიაკომპანიის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის ფრენები, მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან 2023 წლის 26 მარტის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
თბილისი ანკარა
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
30 ნოემბერი 2024 | 6 დეკემბერი 2024 | პირდაპირი | ავიაბილეთები 425 -დან |
პეგასუსს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, 19 ოქტომბერს მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლებში, ფრენები ანკარასა და თბილისს შორის ავიაკომპანია Turkish Airlines -ის მიერ სრულდებოდა, თუმცა კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ გაგრძელდა.