2024 წლის იანვარ-მაისში, საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 31,48%-იანი ზრდა აჩვენეს. აღნიშნულ პერიოდში, აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 2 517 829 მგზავრს მოემსახურა.
სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის რაოდენობა ასე გამოიყურება :
- 2019 წლის იანვარი-მაისი – 1 914 974 მგზავრი.
- 2022 წლის იანვარი-მაისი – 1 327 719 მგზავრი.
- 2023 წლის იანვარი-მაისი – 1 928 077 მგზავრი.
- 2024 წლის იანვარი-მაისი – 2 517 829 მგზავრი.
2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 669 628 მგზავრს მოემსახურა, რაც 34%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა.
2023 წლის იანვარ-მაისში თბილისის აეროპორტი 1 245 990 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში 916 016 მგზავრს, ხოლო 2019 ანალოგიურ პერიოდში კი 1 485 118 მგზავრს.
აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, კარგად ჩანს, რომ 2024 წლის ხუთ თვის 2019 წლის ხუთ თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 12,42%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 82,27%-იანი ზრდა.
პირდაპირი ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
სოჭი | 31 მარტი 2025 | 5 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 358 -დან |
ალმაატა | 5 სექტემბერი 2025 | 13 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 943 -დან |
ამსტერდამი | 18 ივნისი 2025 | 25 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 642 -დან |
ათენი | 10 აგვისტო 2025 | 25 აგვისტო 2025 | ![]() | ავიაბილეთები 455 -დან |
აბუ დაბი | 14 მაისი 2025 | 21 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 750 -დან |
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიერ აეროპორტში გატარებულ მგზავრთა რადენობას, 2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით, მგზავრთნაკადი 107,94%-იან ზრდას აჩვენებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 19,52%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 138,01%-ით.
2019 წლის პირველ 5 თვეში ქუთაისის აეროპორტი 288 626 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში – 252 160 მგზავრს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 502 158 მგზავრს, ხოლო 2024 წელს კი – 600 166 მგზავრს.
პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ალმაატა | 24 სექტემბერი 2025 | 22 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 617 -დან |
ათენი | 10 აპრილი 2025 | 27 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 215 -დან |
აბუ დაბი | 15 აპრილი 2025 | 23 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 316 -დან |
ბარსელონა | 16 აპრილი 2025 | 28 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 512 -დან |
ბერლინი | 15 აპრილი 2025 | 27 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 360 -დან |
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 234 989 მგზავრს მოემსახურა, რაც 40,46%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 53,86%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიური პერიოდი. 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით კი მგზავრთნაკადი 72,88%-ითაა გაზრდილი.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, ბათუმის აეროპორტი 167 294 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში 152 733 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-მაისში კი 135 926 მგზავრს.
პირდაპირი ფრენები ბათუმიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
სოჭი | 2 აპრილი 2025 | 6 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 355 -დან |
ალმაატა | 7 ივნისი 2025 | 11 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 294 -დან |
ბაქო | 1 ივნისი 2025 | 2 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 249 -დან |
დუბაი | 20 ივნისი 2025 | 28 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 565 -დან |
ნიჟნი ნოვგოროდი | 12 ივნისი 2025 | 25 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 894 -დან |
რა მიმართულებით სრულდება პირდაპირი ფრენები საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან?
პირდაპირი ფრენები საქართველოდან ევროპის, აზიის, ახლო არმოსავლეთისა და დსთ-ს უამრავი მიმართულებით სრულდება. ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში არაერთი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ახორციელებენ მრავალფეროვან საერთაშორისო და რეგიონულ რეისებს და აკავშირებს საქართველოს მსოფლიოს მრავალ წერტილთან.
პირდაპირი ფრენები თბილისიდან სრულდება ისეთი მოთხოვანდი მიმართულებებით, როგორიცაა: ვენა , ბერლინი, ამსტერდამი, ვარშავა, პარიზი, მიუნხენი, ათენი, დუბაი, პეკინი, ბაქო და სხვ.
ქუთაისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ბერლინის , მილანის, პრაღის, ვენის, აბუ-დაბის და სხვა უამრავი მიმართულებით სრულდება, ხოლო ბათუმიდან ფრენები კი სტამბოლის , თელ–ავივის, ასტანას, დუბაის და კიდევ რამდენიმე საჰაერო ხაზზე ხორციელდება.
შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.