საქართველო ტურისტული კუთხით განვითარებას არ წყვეტს და საავიაციო სფეროში სიახლეების ტალღაც გრძელდება. ამჯერად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლაზე მიმდინარეობას მოლაპარაკებები.
ერთ-ერთი ავიაკომპანია, რომელმაც შესაძლოა თბილისის აეროპორტიდან დაიწყოს ოპერირება, იტალიური კომპანია Air Italy -ია. იტალიის მეორე ყველაზე დიდი ავიაკომპანია 2005 წელს დაარსდა, თუმცა 2011 წლიდან ის, როგორც დამოუკიდებლი კომპანია აღარ არსებობდა, რადგან შეურთდა Meridiana Fly -ის და როგორც მისი შვილობილი კომპანია ისე ოპერირებდა.
2018 წლის 19 თებერვლიდან კი Air Italy ისევ დაბრუნდა ბაზარზე როგორც ცალკეული კომპანია და დღეს უკვე 38-ე ყველზე დიდი ავიაკომპანიაა ევროპის მაშტაბით.
Air Italy -ის მთავარი ბაზა მილანში, მალპენსას საერთაშორისო აეროპორტშია, მისი მიმართულებების სია კი საკმაოდ მრავალფეროვანია. გარდა შიდა ფრენებისა და ევროპის მიმართულებებისა, ის რეისებს ასრულებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ჩრდილოეთ ამერიკა, ბრაზილია, მადაგასკარი, კუბა, ისრაელი, ეგვიპტე, ტანზანია და სხვ.
რაც შეეხება მეორე ავიაკომპანიას, რომლის შემოსვლასაც, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა ველოდოთ, არის Scandinavian Airlines, ასევე ცნობილი როგორც SAS Airlines. ავიაკომპანია ეკუთვნის სკანდინავიის 3 ქვეყანას: დანიას, ნორვეგიას და შვეიცარიას და დასახელებაც სწორედ ამაზე მიუთითებს.
ავიაკომპანიის მთავარი ბაზა კოპენჰაგენის აეროპორტში მდებარეობს და 109 მიმართულებაზე ახორციელებს რეისებს, მეორე ყველაზე დიდი ბაზა სტოქჰოლმში, არლანას აეროპორტშია და 106 მიმართულებას ითვლის, ხოლო მესამე ბაზა ოსლოში, გარდერმოენის აეროპორტში მდებარეობს.
სკანდინავიური ავიახაზების მიმართულებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი და საინტერესოა. რეისებს ახორციელებს როგორც ევროპის, ისე სხვა კონტინეტებზეც : არგენტინა, ბრაზილია, კანადა, ჩილე, ინდოეთი, ფილიპინები, სამხრეთ აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, იაპონია, კენია და სხვ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2017 წელს SAS Airlines -ი 28.6 მილიონ მგზავრს მოემსახურა და 40 მილიარდი შვედური კრონის მოგება მოიპოვა. დღეისათვის ის მერვე ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა ევროპაში სრულიად დამსახურებულად.
რა თქმა უნდა სასიხარულო და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ისეთი ავიაკომპანიები, რომლებიც ევროპის მაშტაბით მიმართულებების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით, ასევე მომსახურების მაღალი დონით და მისაღები ფასებით გამოირჩევიან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლას აპირებენ.
ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივებს მიმოსვლას მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით და , რა თქმა უნდა, საქართველოში ტურისტების რაოდენობის გაზრდასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.