დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air კიდევ ერთ აქციას სთავაზობს მგზავრებს, რომლებიც იტალიის მიმართულებით მოგზაურობას გეგმავენ. 2025 წლის 11 აპრილს, ცენტრალური ევროპის დროით 00:00 საათიდან 23:59 საათის ჩათვლით, მოქმედებს სპეციალური ერთდღიანი პრომოაქცია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ავიაბილეთების შეძენა 15%-მდე ფასდაკლებით.
ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ავიაბილეთის ტარიფზე და არ მოიცავს ადმინისტრაციულ მოსაკრებლებს. აქციის პირობები ვრცელდება იტალიის მიმართულებით და იტალიიდან შერჩეულ რეისებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია Wizz Air -ის ოფიციალურ ვებსაიტზე და ასევე WIZZ მობილურ აპლიკაციაში.
მგზავრობის პერიოდია 2025 წლის 1 მაისიდან 15 ივლისის ჩათვლით. აქციაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავიაბილეთი დაჯავშნილია პრომოაქციის მოქმედების დღეს, აღნიშნულ პლატფორმებზე. ფასდაკლება არ მოქმედებს ჯგუფურ ჯავშნებზე.
ქუთაისი რომი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
20 აპრილი 2025 | 27 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 405 -დან |
19 მაისი 2025 | 23 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 648 -დან |
2 ივნისი 2025 | 25 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 455 -დან |
აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის პრომოაქციები Wizz Air-ის მომხმარებლებს ხშირად აძლევს საშუალებას, შეიძინონ ავიაბილეთები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად. განსაკუთრებით აქტუალური ეს შესაძლებლობა ზაფხულის სეზონის წინაა, როცა მოგზაურობაზე მოთხოვნა იზრდება და ქუთაისის აეროპორტი -დან არაერთი ტურისტული მიმართულებიაა გამგზავრება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი აქცია უკავშირდება რომის საიუბილეო წელს!
2025 წელი რომისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ეს არის “საიუბილეო წელი”, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ტრადიციით ყოველ 25 წელიწადში ერთხელ აღინიშნება. საიუბილეო წელი ოფიციალურად დაიწყო 2024 წლის 24 დეკემბერს და დასრულდება 2026 წლის 6 იანვარს.
რატომ უნდა ეწვიოთ რომს 2025 წელს ?
საიუბილეო წლის განმავლობაში რომი გარდაიქმნება სულიერი და კულტურული ღონისძიებების ცენტრად. მთავარი მოვლენებია წმინდა პეტრეს ბაზილიკის წმინდა კარის გახსნა, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს სულიერ განწმენდას და სინანულს. გარდა ამისა, ქალაქში გაიმართება მრავალფეროვანი კულტურული ფესტივალები, კონცერტები და გამოფენები, რომლებიც მიიზიდავს მილიონობით მომლოცველსა და ტურისტს მთელი მსოფლიოდან.
თუ თქვენ გსურთ გახდეთ ამ უნიკალური მოვლენების ნაწილი და განიცადოთ რომის ისტორიული და სულიერი ატმოსფერო, 2025 წელი საუკეთესო დროა ამისთვის! დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა წინასწარ და ისარგებლეთ Wizz Air-ის ფასდაკლებით პირდაპირ ფრენებზე რომსა და მილანში.
ეს არის შესანიშნავი შანსი, გაატაროთ ზაფხულის დაუვიწყარი მოგზაურობა იტალიაში – მოინახულეთ რომი, მილანი, ვენეცია ან სხვა თვალწარმტაცი ქალაქები ბიუჯეტურად!
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907