Georgian Airways ევროპული მიმართულებების გაფართოებას განაგრძობს და 2025 წლის აპრილიდან იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იტალიის ორ ახალ ქალაქშირომსა და ფორლიში. ამასთან ერთად, გაგრძელდება ფრენები მილანშიც, რაც კიდევ უფრო მეტ ალტერნატივას სთავაზობს ქართველ მოგზაურებს, ბიზნესსექტორსა და სამედიცინო ტურიზმის მომხმარებლებს.

ტურისტების საყვარელი ქალაქი რომი, Georgian Airways-ის მარშრუტების რუკაზე, 26 აპრილიდან დაბრუნდება. ფრენები განხორციელდება ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია შაბათ-კვირას დაგეგმილი მოკლე ტურებისთვისაც. რომი უნიკალური ქალაქია, რომელიც მოგზაურებს სთავაზობს დაუვიწყარ გამოცდილებას – ვატიკანი, კოლიზეუმი, პიაცა ნავონა, ტრივის შადრევანი და უგემრიელესი იტალიური სამზარეულო.

თბილისი რომი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
9 ივლისი 202516 ივლისი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 164 -დან
11 აგვისტო 202523 აგვისტო 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 323 -დან
1 სექტემბერი 20256 სექტემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 342 -დან

 

24 აპრილიდან ჯეორჯიან ეარვეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან იწყებს ფრენებს იტალიის ქალაქ ფორლიში, რომელიც განთქმულია სამედიცინო ტურიზმით. ფრენები შესრულდება კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს. ფორლი ემილია-რომანიას რეგიონის მშვიდი და მყუდრო ქალაქია, სადაც მგზავრებს დახვდებათ ევროპული დონის სამედიცინო ცენტრები, თერმული სპა-კურორტები, გამაჯანსაღებელი და რეაბილიტაციის პროგრამები. ეს ქალაქი იდეალურია როგორც სამკურნალო, ისე დასასვენებელი ვიზიტებისთვის.

Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი9 ივლისი 202516 ივლისი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 282 -დან
ლარნაკა6 ივლისი 20258 ივლისი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 624 -დან
ნიცა7 ივლისი 202512 ივლისი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 292 -დან
ნოვოსიბირსკი18 ივლისი 202529 ივლისი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 466 -დან
რომი9 ივლისი 202516 ივლისი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 164 -დან

 

Georgian Airways ასევე აგრძელებს ფრენებს მილანში – კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევსა და კვირას. მილანი არა მხოლოდ მოდის და ბიზნესის დედაქალაქია, არამედ შესანიშნავი საწყისი წერტილია მთელი ჩრდილოეთ იტალიის აღმოსაჩენად.

აღსანიშნავია, რომ Georgian Airways -ის ყველა ფრენა შესრულდება დღის საათებში, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიდასახელდა 2025 წლის 10 საუკეთესო მიმართულება სოლო მოგზაურებისთვის
შემდეგი სტატიაWizz Air იტალიის ავიაბილეთებზე 15%-იან ფასდაკლებას აცხადებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments