ახალი მიმართულებების დამატებაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე ბათუმის აეროპორტიც შეუერთდა. უკვე დიდი ხანია ბათუმის აეროპორტიდან ფრენები არ განხორციელებულა, თუმცა ნოემბერში ჩარტერული ავიარეისებით სარგებლობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იქნება შესაძლებელი.
ავიაკომპანია YanAir-ი 24 ნოემბერს კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენას შეასრულებს. იქედან გამომდინარე, რომ უკრაინამ საქართველო “წითელი ზონის” ქვეყნების სიაში შეიყვანა, უკრაინაში გამგზავრების მსურველებმა უნდა ჩამოტვირთონ აპლიკაცია “Дій вдома” და 3 შეთავაზებიდან ერთ-ერთი აირჩიოს:
- უკრაინაში შესვლისას გაიაროს დაკვირვება სპეციალიზირებულ საკარანტინე ზონაში
- გაიაროს 14 დღიანი თვითიზოლაცია
- გაიკეთოს Covid-19-ზე PCR ტესტი მას შემდეგ, რაც გადაკვეთს სახელმწიფო საზღვარს.
იმ პირები კი, რომლებიც საქართველოში აპირებენ ჩამოსვლას, თან უნდა იქონიონ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან გაიარონ 8 დღიანი კარანტინი.
რაც შეეხება მეორე მიმართულებას, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება, განსაკუთრებული მოთხოვნა ფიქსირდებოდა მის დანიშვნაზე. სწორედ ამიტომ, ავიაკომპანია Georgian Airways-ი 11 ნოემბერს თბილისი-დუბაი-თბილისის მიმართულებით შეასრულებს ჩარტერულ ფრენას.