ზაფხულის სანავიგაციო სეზონთან დაკავშირებით ბათუმის და თბილისის აეროპორტებიდან მრავალჯერადი ჩარტერული რეისები კიდევ რამდენიმე მიმართულებით შესრულდება.

ბათუმის აეროპორტში ორი ავიაკომპანია დაბრუნდა: ლიეტუვის ავიაკომპანია Getjet და ესტონეთის ავიაკომპანია Smartlynx.

ავიაკომპანია Getjet მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ვილნიუსი – ბათუმი – ვილნიუსის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. ავიაკომპანია ვილნიუსსა და ბათუმს შორის ფრენებს 30 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ ორშაბათს შეასრულებს Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით.

ავიაკომპანია Smartlynx ტალინი – ბათუმი – ტალინის მიმართულებით შეასრულებს მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს. ფრენები 23 სექტემბრის ჩათვლით შესრულდება კვირაში 1 სიხსირით, ყოველ ხუთშაბათს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით.

ლიეტუვის და ესტონეთის ავიაკომპანიები ბათუმის მიმართულებით ფრენებს პანდემიამდე, 2019 წელსაც ასრულებდნენ.

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ახალი ავიაკომპანია შეასრულებს. საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის და ეს ლიბანური Middle East Airlines -ია.

Middle East Airlines – ი მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ბეირუთი – თბილისი – ბეირუთის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. საქართველოსა და ლიბანის დედაქალაქებს შორის ფრენები 18 სექტემბრამდე გაგრძელდება კვირაში 1 სიხშირით, ყოველ შაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიაგვისტოს ავიარეისების განრიგი თბილისიდან 2021
შემდეგი სტატიაFly Jordan ბათუმსა და ამანს შორის პირდაპირ ფრენებს ისევ შეასრულებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments