ახალი ჩარტერული რეისების დანიშვნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისევ გრძელდება. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულების, ვარშავის ჩარტერული რეისების განრიგს კიდევ რამდენიმე რეისი დაემატა.

ვარშავა-თბილისი-ვარშავის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანიები Myway Airlines და LOT Polish Airlines-ი შეასრულებენ. ფრენების განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:

Myway Airlines

თბილისი-ვარშავის მიმართულებაზე ავიაკომპანია Myway Airlines-ი ჩარტერულ ფრენას 6 ნოემბერს შეასრულებს. თბილისიდან გაფრენა 15:25 საათზე იქნება, ვარშავაში ჩაფრენა კი 16:10 საათზე ვარშავის დროით.

აღნიშნული ფრენა გამყვანი იქნება და მგზავრებს მხოლოდ ცალმხრივად, თბილისიდან ვარშავის მიმართულებით მოემსახურება.

LOT Polish Airlines

ბოლო რამდენიმე თვეა ჩარტერული ფრენები თბილისიდან ვარშავის მიმართულებით მხოლოდ ცალმხრივად სრულდება. თუმცა, როგორც უკვე ცნობილი გახდა, პოლონური ავიახაზების LOT-ი 6 ნოემბერს ვარშავიდან თბილისის მიმართულებით შეასრულებს ჩარტერულ ფრენას. გამოფრენა ვარშავიდან იქნება 21:45 საათზე, ხოლო თბილისში ჩამოფრენა 04:25 საათზე თბილისის დროით.

თბილისი-ვარშავის საჰაერო ხაზზე კი LOT-ის ჩარტერული რეისი 7 ნოემბერს შესრულდება. თბილისიდან გამგზავრება 05:25 საათზე იქნება, ვარშავაში ჩაფრენა კი 06:10 საათზე ვარშავის დროით.

რადგანაც, საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში შესასვლელად ესაჭიროებათ სამუშაო მოწვევა ან ვიზა, შეგიძლიათ ჩვენთან უკვე ეს სერვისიც მიიღოთ. Avia.ge ავიაბილეთებთან ერთად გთავაზობთ პოლონეთის სამუშაო მოწვევებისა და ვიზების გაკეთებას.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშინოემბრის ჩარტერული რეისების განრიგის ნაწილი ცნობილია
შემდეგი სტატიანოემბრის ჩარტერული ფრენების განრიგი
4.3 4 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments