საქართველოს საჰაერო სივრცეს ახალი ავიაკომპანია შემოუერთდება. სომხური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და თბილისს შორის იწყებს ოპერირებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ FLYONE Armenia-ს ფრენის განაცხადი მოთხოვნილ პერიოდზე, 2022 წლის 31 იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით, დააკმაყოფილა. თუმცა, ფრენების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
FLYONE Armenia ერევანი – თბილისი – ერევანის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით იფრენს. კერძოდ, რეისები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, FLYONE Armenia-ს ოპერირების ნებართვა 31 იანვარს მიენიჭა.