სომხური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FLYONE Armenia 2021 წელს დაარსდა. ის მოლდოვური ავიაკომპანიის, Flyone -ის შვილობილია ავიაკომპანიაა. Flyone Armenia -ს მთავარი ბაზა ერევანში, ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტშია.

როგორც ცნობილია, მოლდოვურმა ავიაკომპანია Flyone – მა ახალი ავიაკომპანიის შექმნისთვის 60 მილიონი ევროს ინვესტიცია გაიღო. Flyone Armenia -მ ოპერირების ნებართვა 2021 წლის 29 ოქტომბერს მიიღო, პირველი ფრენა კი 2021 წლის 15 დეკემბერს შეასრულა.

Flyone Armenia დღეისათვის 10 ქვეყნის 13 მიმართულებით ასრულებს ფრენებს. ეს ქვეყნებია: საქართველო, თურქეთი, ისარელი, საფრანგეთი, ირანი, ლიბანი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

საქართველოში ოპერირების ნებართვა Flyone Armenia -ს უკვე მიენიჭა და ის რეისებს შეასრულებს ერევნიდან როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში.

 

0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments