რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია Georgian Airways -ის ფლოტს ახალი, ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავი შეემეტა, რომელიც კომპანიას ლიზინგის წესით გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ახალი ავიახომალდი Boeing 767-300 საქართველოს ისტორიაში, პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავია.

Georgian Airlines Group -ის პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა, ავიახომალდის მთავარ მაჩვენებლებზე, უსაფრთხოების საკითხებზე, მუშაობის პრინციპზე, მაღალ სტანდარტებზე და სხვა უპირატესობებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც საქართველოს ავიაციის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის მგზავრთნაკადის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და ქართულ ავიაბაზარზე ახალი, საერთაშორისოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდის შემოყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ავიაკომპანია ჯეორჯიან ეარვეისი ფრენებს ტაილანდის , ინდოეთის და ჩინეთის ქალაქების მიმართულებით განახორციელებს, – ამის შესახებ Georgian Airlines Group -ის პრეზიდენტმა, ავიახომალდის პრეზენტაციაზე განაცხადა.

Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Berlin26 August 20265 September 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 489 -დან
Batumi25 August 20261 September 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 516 -დან
Larnaca14 August 202619 August 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 939 -დან
Nice26 August 20262 September 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 392 -დან
Novosibirsk7 September 202629 September 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 482 -დან
Rome15 August 202619 August 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 422 -დან

 

„ბოინგ 767-300“ აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია და გამოირჩევა თავისი მაღალი უსაფრთხოებითა და ამასთან, განსაკუთრებულად კომფორტული ინტერიერით. ავიახომალდს გააჩნია კიდევ ერთი დიდი უპირატესობა – ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულება, კერძოდ, მას აქვს შესაძლებლობა შეასრულოს უწყვეტი 12 -საათიანი პირდაპირი რეისი.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Georgian Airways -ის ფრენებზე, დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Airways -ის ახალ საჰაერო ხომალდს, უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესრულება შეუძლია
შემდეგი სტატიაWizz Air საფრანგეთის მიმართულებით ფრენებზე ფასდაკლებას აცხადებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Guest
ირაკლი
2 years ago

ეს ქვეყანა აღარაა.. დახურეს ქოცებმა საქართველო.. ) ის საქართველო, სადაც მთელი ცხოვრება გვაქ გატარებული აქ ხალხს.. ეს თუ ამ ბო**სშვილებს გაუვიდათ, არც ვიმსახურებთ დემოკრატიას. თქვენ იფრინეთ ჩინეთში, ინდოეთში, ირანში, ზედა კორეაში, ყრუსეთში.. მე აქ შვილებს არ გავზრდი ამ შემთხვევაში..