ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas-ი ეკონომ კლასის მგზავრებს, გვერდით თავისუფალი ადგილის შეიძენას სთავაზობს. რომლის ღირებულებაც $20,28-დან $33,80-მდეა.
მგზავრები ელფოსტაზე რეისამდე 48 საათით ადრე მიიღებენ შეტყობინებას მეზობელი თავისუფალი ადგილის შეძენის შეთავაზებით. იმ შემთხვევისთვის, თუ თვითმფრინავში ადგილები რაოდენობა შეივსება და ის კონკრეტული თავისუფალი ადგილი გაიყიდება, მგზავრებს შეძენილი თავისუფალი ბილეთის საფასური უბრუნდებათ.
„უფასო ადგილი მეზობლად“ ექვსი კვირის განმავლობაში, ავიაკომპანიის ექვს შიდა რეისზე იმოქმედებს.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ მიმართულებების სია წლის ბოლოს გაიზრდება.
ანალოგიურ მომსახურებას ეკონომ კლასის მომხმარებლებს უწევენ სხვა ოპერატორებიც, როგორიცა მაგალითად ავიაკომპანია Etihad, რომლის მგზავრებსაც გამგზავრებამდე 72 საათით ადრე შეუძლიათ მოითხოვონ 3 უფასო მიმდებარე ადგილი. Emirates უფასო ადგილებს $55-დან ყიდის.