ქართულ საავიაციო ბაზარზე 2018 წლის გაზაფხულიდან ოპერირება ახალმა ავიაკომპანიამ Myway Airlines-მა დაიწყო. კომერციული დირექტორი იგორ აფციაურია. პირველი ჩარტერული რეისი თბილისი-თეირანის მიმართულებით განხორციელდა, სამომავლოდ ათამდე რეგულარული რეისი იგეგმება.

ავიაკომპანია ქართული საფრენოსნო და ტექნიკური კადრებით არის დაკომპლექტებული. ამჟამად დასაქმებულია ასამდე ადამიანი, ხოლო წლის ბოლომდე 250 თანამშრომლის დამატება იგეგმება. ამ ეტაპზე სამ წლიანი გეგმაა გაწერილი, რომლის მიხედვით კომპანიის თანამშრომლები 1500-მდე უნდა გაიზარდოს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს.

რეისები სრულდება Boeing B737-800-ის ტიპის ავიახომალდებით. Myway-ის ბაზირების ადგილი საქართველოშია.

ამ ეტაპზე რეისები სრულდება:

  • თბილისი-ხარკოვი-თბილისი – 12 ივნისიდან 4 სექტემბრამდე, სამშაბათსა და შაბათს
  • ბათუმი-ხარკოვი-ბათუმი შესრულდება 13 ივნისიდან 29 სექტემბრამდე ოთხშაბათსა და შაბათს
  • ბათუმი-თეირანი-ბათუმი 22 ივნისიდან 29 ოქტომბრამდე
  • თბილისი-სამარა-თბილისი 23 ივნისიდან 27 ოქტომრბამდე სამშაბათსა და შაბათს

ქართულ საავიაციო ბაზარზე ყველაზე ახალგაზრდა კომპანია უზრუნველყოფს კომფორტულსა და უსაფრთხო მგზავრობას. მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს ავიაბილეთები მისაღებ ფასებში. Myway ტურისტული კომპანიებთანაც, დაიწყებს თანამშრომლობას.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, პუშკინის ქუჩა ნომერ 13-ში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიგრძელი დისტანციის ავიაბილეთები იაფად
შემდეგი სტატიარა არის Airbnb და როგორ მივიღოთ 25 $
5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
თელ ავივი თბილისი ავიაბილეთები/ tel avivi tbilisi
9 months ago

[…] ორი ქართული ავიაკომპანია, Georgian Airways და Myway Airlines – ი გვთავაზობენ. ეს ავიაკომპანიები […]

თბილისი თელ ავივი ავიაბილეთები/ tbilisi tel avivi
9 months ago

[…] ორივე ქართული ავიაკომპანია, Georgian Airways და Myway Airlines – ი ასრულებენ. ეს ავიაკომპანიები […]