გადაწყვიტეთ გაემგზავროთ მიუნხენის მიმართულებით , თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში? ეს სტატია დაგეხმარებათ დეტალურად გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება აეროპორტს და როგორ შეგიძლიათ გადაადგილდეთ ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

მიუნხენის მონახულება ნამდვილად ღირს. უამრავი საოცარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილები, ლამაზი პარკები და ციხე-სიმაგრეები, აქტიური ღამის ცხოვრება, კარგი სავაჭრო შესაძლებლობები და საოცარი ფესტივალები ნამდვილად იმსახურებენ ტურისტების ყურადღებას.

მიუნხენის აეროპორტი მხოლოდ 22 კმ-ით არის დაშორებული ქალაქის ცენტრიდან და ტრანსპორტირების 2 საშუალებას გვთავაზობს, ესენია: ტაქსი და მატარებელი.

როგორ მივიდეთ მიუნხენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსით?

მიუნხენის ცენტრში მისასვლელად ყველაზე მოსახერხებელი გზა აეროპორტის ტაქსით მგზავრობაა. ლიცენზირებული ტაქსის ამოცნობა ძალიან მარტივია, ის კრემისფერია და შავი და ყვითელი სახურავის ნიშანი აქვს.

ვინაიდან, მიუნხენის აეროპორტი გერმანიის მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტია, შეიძლება დაგჭირდეთ რიგში დგომა ტაქსის ასაყვანად. ამიტომ, რეკომენდებულია თქვენი ტაქსის წინასწარ დაჯავშნა, რათა დაზოგოთ დრო და თავიდან აიცილოთ დისკომფორტი.

გადატვირთული მოძრაობის გარეშე, მიუნხენის ცენტრში მოხვედრას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება.

როგორ ავიყვანოთ ტაქსი?

ტაქსის სადგომები მარტივად შეგიძლიათ ნახოთ თითოეული ტერმინალის გარეთ, ასევე ცენტრალურ უბანში E03 დონეზე.

როგორ მივიდეთ მიუნცენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მატარებლით?

მიუნხენის მატარებლის სისტემა უზარმაზარია და ის მოიცავს ქალაქის თითქმის ყველა ნაწილს. არსებობს ორი მატარებლის ხაზი, რომლებიც მარშრუტს ასრულებენ აეროპორტიდან მიუნხენის ცენტრში საათში 6-ჯერ. ესენია – S1 და S8. ორივე მატარებელი ჩერდება მარიენპლაცის ცენტრალურ სადგურზე.

გაითვალისწინეთ, S8 ხაზი გაცილებით სწრაფია და ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად მხოლოდ 38 წუთი სჭირდება.

სად მდებარეობს მატარებლის სადგური?

მატარებლის სადგური მდებარეობს ცენტრალური ტერიტორიის სარდაფის დონეზე (ტერმინალ 1-სა და 2-ს შორის). უბრალოდ მიჰყევით S-მწვანე ნიშნებს ჩამოსვლის დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.

თბილისი მიუნხენი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 იანვარი 202625 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაBBN Airlinesავიაბილეთები 566 -დან
2 თებერვალი 20264 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 526 -დან
13 მარტი 202620 მარტი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 709 -დან
16 აპრილი 202630 აპრილი 2026პირდაპირიLufthansaავიაბილეთები 799 -დან
15 მაისი 202618 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 639 -დან
20 ივნისი 202630 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 701 -დან
3 ივლისი 202612 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 803 -დან
9 აგვისტო 202619 აგვისტო 2026პირდაპირიLufthansaავიაბილეთები 812 -დან
1 სექტემბერი 20261 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 923 -დან
13 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 712 -დან

 

მიუნხენის მიმართულებით ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან საკმაოდ ბევრი ავიაკომპანია გვთავაზობს, მათ შორისაა: Pegasus Airlines , Turkish Airlines , LOT Polish Airlines და სხვ. რომლებიც მხოლოდ ერთი გადაჯდომიტ მოგახვედრებენ მიუნხენის – ფრანც იოსებ სტრეუსის აეროპორტში.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ავიარეისები ერთი გადაჯდომიT შეგიძლიათ ააწყოთ ისეტი ავიაკომპანიების მესვეობით, როგორიცაა Wizz Air , Air Baltic და სხვ.

მიუნხენის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში5 ქალაქი, რომელიც ჩილეში უნდა მოინახულოთ
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისათვის ნებართვა დასჭირდებათ
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments