არის გარკვეული ქვეყნები, რომლებიც ცნობილია თვალწარმტაცი პლაჟების კოლექციით და რომელიც მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. ავსტრალიის სანაპიროზე მდებარე საკულტო პლაჟებიდან დაწყებული სეიშელის კუნძულების შორეულ სანაპირომდე, ეს არის საუკეთესო ქვეყნები სანახავად, თუ გსურთ მზის აბაზანების მიღება, ცურვა ან წყლის სპორტით სიამოვნების მიღება.

  • ავსტრალია

ავსტრალია ამაყობს უზარმაზარი სანაპირო ზოლით, სადაც ნახავთ მრავალფეროვან პლაჟებს ნებისმიერი ტიპის მოგზაურისთვის, აქ ყველაფერია, დაწყებული სასტუმროებიდან დამთავრებული სერფინგამდე. Bondi Beach შეიძლება იყოს ყველაზე ცნობილი პლაჟი, მაგრამ Whitehaven Beach ლიდერობს ოქროსფერი ქვიშით, ნათელი ლურჯი წყლითა და მცხუნვარე მიზს სხივებით.

  • ფიჯი

გირჩევთ, აუცილებლად გაემგზავროთ ფიჯიზე და ისიამოვნოთ შესანიშნავი პეიზაჟებით, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ფირუზისფერი წყლებით, ულამაზესი თეთრი ქვიშით და ცოცხალი მარჯნის რიფებით. ეს ტროპიკული სამოთხე ამაყობს 333 კუნძულითა და 500-ზე მეტი მცირე ზომის კუნძულით, რომლებიც შესანიშნავია მზის სხივებით დასატკბობად. აღმოაჩინე ახალი თავგადასავლები თეთრ ქვიშიან Castaway Island-ზე, აღფრთოვანდით კლდოვანი კონცხებით და მაღალი, რხევადი პალმებით.

  • სეიშელის კუნძულები

ინდოეთის ოკეანის თბილ წყლებში მდებარე სეიშელის კუნძულები ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია მსოფლიოში, რომელიც ცნობილია თავისი იზოლირებული პლაჟებით. გაემგზავრეთ ჩრდილოეთ კუნძულ პრასლინზე ულამაზესი სანაპიროების სანახავად, სადაც მისი თოვლივით თეთრი ქვიშა და რხევადი ქოქოსის პალმები უზრუნველყოფენ, რომ დაუვიწყარი დასვენება მოიწყოთ. Anse Intendance არის ხელუხლებელი ბუნების საოცრება, Anse Lazio საოცარია თავისი შესანიშნავი პეიზაჟებით, ხოლო Anse Source D’Argent ცნობილია თავისი იდილიური ლურჯი წყლებით.

  • ფილიპინები

7107 კუნძულისგან შემდგარი ფილიპინები სავსეა თვალწარმტაცი, ქვიშიანი პლაჟებით, მათ შორის განთქმული Palawan თავისი ნავით ექსკურსიებით, მღვიმეებითა და კაიაკინგით. დატკბით El Nido ბუნებრივი ბრწყინვალებით და მისი თეთრი ქვიშის 50 პლაჟით, შემდეგ გაემგზავრეთ იუნესკოს სიაში შეტანილ Puerto Galera-ში. თუ სერფერი ხართ, დარწმუნდით, რომ სიაში შეიყვანეთ კუნძული Siargao, რომ ნახოთ მისი დიდი ტალღები და მდიდარი საზღვაო ბიომრავალფეროვნება.

  • მალდივები

მალდივები ასახავს ძვირადღირებული დასვენების სურათებს, სადაც თეთრი ქვიშის პლაჟები გიზიდავს წმინდა ლურჯი წყლებით, მრავალფეროვანი საზღვაო ცხოვრებით და აყვავებული ტროპიკული მცენარეებით. იარეთ მზის ჩასვლის კრუიზზე Hulhumale’ Beach-ზე ან გაემგზავრეთ ბიკინის სანაპიროზე, რათა დატკბეთ მზის სხივებით. თუ თქვენ ეძებთ ქვეყნის ფერადი საზღვაო ცხოვრების ნახვას, გაემგზავრეთ კაკაოს კუნძულის (Cocoa Island) გარშემო სანაპიროებზე.

  • მალაიზია

მალაიზიაში თითოეული პლაჟი გვთავაზობს საკუთარ უნიკალურობას. მალაიზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე Perhentian-ის კუნძულები შესანიშნავი ადგილია წყალქვეშა ყვინთვისათვის და პლაჟის ცოცხალი ბარების შესასწავლად, ხოლო Tioman იზიდავს მოგზაურებს, რომლებიც ეძებენ ფუფუნებას დასასვენებლად. Penang კი არის ადგილი, სადაც უნდა წახვიდეთ, თუ ადგილობრივი დელიკატესების დაგემოვნებას ეძებთ.

  • ინდონეზია

ინდონეზიაში მოქცეული ბალი განთქმულია მსოფლიოში ცნობილი პლაჟების კოლექციით, რომელიც იზიდავს უამრავ მოგზაურს. თქვენ ნახავთ მდიდარ კულტურას და მომხიბვლელ გეოლოგიურ მახასიათებლებს მის იდილიურ პლაჟების ირგვლივ, რომლებიც შესანიშნავი ადგილია სერფინგის, მის წყლებში ბანაობისთვის ან ნაპირის გასწვრივ დასასვენებლად. Derawan Beach შესანიშნავია კუების სანახავად, Gili Meno გთავაზობთ “მშვიდ გაქცევას” უფრო ხალხმრავალი ადგილებიდან, ხოლო Banyak-ის კუნძულები სერფერების სამოთხეა.

ეს ის მცირე ჩამონათვალია, სადაც შეგიძლიათ დაუვიწყარი დრო გაატაროთ, სრულიად მოწყდეთ რეალობას და დატკბეთ ახალი თავგადასავლებით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაუკეთესო ბიზნესკლასის მქონე ავიაკომპანიები
შემდეგი სტატიაევროპის 10 საუკთესო ქალაქი, რომელიც უნდა მოინახულოთ
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments