ეგვიპტე, თურქეთი, კვიპროსი – ეს ის 3 დასასვენებელი მიმართულებაა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები სექტემბერში ირჩევენ. 2022 წლის სექტემბერშიც მოთხოვნა ძირითადად ეგვიპტის და თურქეთის მიმართულებებზე იყო, თუმცა წელს კვიპროსიც დაემატა.

ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული მიმართულებებია: ეგვიპტე კერძოდ კი შარმ-ელ-შეიხი, ასევე თურქეთი და კვიპროსი. გასულ წელსაც ეგვიპტე და თურქეთის საზღვაო კურორტები საკმაოდ მოთხოვნადი იყო თუმცა წელს კვიპროსმა წინ წამოიწია და ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება გახდა.

უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის მიმართულებაზე წელს, შარშანდელთან შედარებით, ფასები 10%-ითაა გაზრდილი, მოთხოვნა მაინც უფრო გაზრდილია.

ქუთაისი ლარნაკა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 ივლისი 202631 ივლისი 2026Wizz Airავიაბილეთები 393 -დან
13 აგვისტო 202627 აგვისტო 2026Wizz Airავიაბილეთები 402 -დან
16 სექტემბერი 202619 სექტემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 355 -დან
21 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 278 -დან

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ეგვიპტის ტურებზე ფასები სექტემბერში 1500 ლარიდან იწყება, თუმცა არის გარკვეული შეთავაზებები, რომლის დროსაც ეგვიპტეში დასვენება ბევრად უფრო ბიუჯეტურადაცაა შესაძლებელი.

თბილისი შარმ-ელ-შეიხი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 ივლისი 202627 ივლისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 946 -დან
7 აგვისტო 202614 აგვისტო 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 937 -დან
5 სექტემბერი 202612 სექტემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 297 -დან
12 ოქტომბერი 202617 ოქტომბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 331 -დან

ასევე, სექტემბერზე უკვე გაზრდილია მოთხოვნა ისეთ ეგზოტიკურ მიმართულებებზე, როგორიცაა ინდონეზია და ტაილანდი.

ამ ეტაპზე სექტემბრის თვეში ყველაზე ბიუჯეტური მიმართულება მაინც შარმ-ელ-შეიხია. თურქეთის საზღვაო კურორტებზე კი ტურისტული პაკეტის ფარგლებში დასვენება 2000 ლარიდან იწყება.

თურქეთის მაგალითზე, გასული წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 30%-ით და უფრო მეტითაც კია გაზრდილი. სწორედ ამ ფონზე, ბიუჯეტიდან გამომდინარე თურქეთზე მოთხოვნა ოდნავ შემცირდა, ეგვიპტეზე კი პირიქით – გაიზარდა.

შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად ჩვენთან, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირა ღირს შიდა ფრენები საქართველოში?
შემდეგი სტატიასაქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted