Indigo ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელმაც პირველი რეისი თბილისი – დელი ს მიმართულებით დღეს, 9 აგვისტოს განახორციელა. თვითმფრინავი დილის 00:52 სთ-ზე გაფრინდა და დელის აეროპორტში 07:08 სთ-ზე დაეშვა. თბილისიდან დელიში პირაპირი რეისით 186 ადამიანი გაემგზავრა.
ავიაკომპანია ინდიგო რეგულარულ ავიამიმოსვლას საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.
ინდიგო ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც 300-ზე მეტ საჰაერო ხომალდს ფლობს და ყოველდღიურად 111 მიმართულებით 1850 ფრენას ახორციელებს, საიდანაც 79 – ადგილობრივია, 32 კი – საერთაშორისო.
თბილისი დელი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
20 მაისი 2025 | 27 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 165 -დან |
25 ივნისი 2025 | 28 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 169 -დან |
5 ივლისი 2025 | 7 ივლისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 220 -დან |
თბილისის აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ინდოეთის ელჩი ნილაქში სინჰა, TAV Georgia -ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.