ეგვიპტე, თურქეთი, კვიპროსი – ეს ის 3 დასასვენებელი მიმართულებაა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები სექტემბერში ირჩევენ. 2022 წლის სექტემბერშიც მოთხოვნა ძირითადად ეგვიპტის და თურქეთის მიმართულებებზე იყო, თუმცა წელს კვიპროსიც დაემატა.

ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული მიმართულებებია: ეგვიპტე კერძოდ კი შარმ-ელ-შეიხი, ასევე თურქეთი და კვიპროსი. გასულ წელსაც ეგვიპტე და თურქეთის საზღვაო კურორტები საკმაოდ მოთხოვნადი იყო თუმცა წელს კვიპროსმა წინ წამოიწია და ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება გახდა.

უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის მიმართულებაზე წელს, შარშანდელთან შედარებით, ფასები 10%-ითაა გაზრდილი, მოთხოვნა მაინც უფრო გაზრდილია.

ქუთაისი ლარნაკა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 მაისი 202618 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 301 -დან
13 ივნისი 202617 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 360 -დან
15 ივლისი 202622 ივლისი 2026Wizz Airავიაბილეთები 364 -დან

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ეგვიპტის ტურებზე ფასები სექტემბერში 1500 ლარიდან იწყება, თუმცა არის გარკვეული შეთავაზებები, რომლის დროსაც ეგვიპტეში დასვენება ბევრად უფრო ბიუჯეტურადაცაა შესაძლებელი.

თბილისი შარმ-ელ-შეიხი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 მაისი 202620 მაისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 981 -დან
7 ივნისი 202611 ივნისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 387 -დან
10 ივლისი 202620 ივლისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 354 -დან

ასევე, სექტემბერზე უკვე გაზრდილია მოთხოვნა ისეთ ეგზოტიკურ მიმართულებებზე, როგორიცაა ინდონეზია და ტაილანდი.

ამ ეტაპზე სექტემბრის თვეში ყველაზე ბიუჯეტური მიმართულება მაინც შარმ-ელ-შეიხია. თურქეთის საზღვაო კურორტებზე კი ტურისტული პაკეტის ფარგლებში დასვენება 2000 ლარიდან იწყება.

თურქეთის მაგალითზე, გასული წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 30%-ით და უფრო მეტითაც კია გაზრდილი. სწორედ ამ ფონზე, ბიუჯეტიდან გამომდინარე თურქეთზე მოთხოვნა ოდნავ შემცირდა, ეგვიპტეზე კი პირიქით – გაიზარდა.

შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად ჩვენთან, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირა ღირს შიდა ფრენები საქართველოში?
შემდეგი სტატიასაქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments