2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის 2500-მდე ავიარეისი შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ დამტკიცებული განრიგების და წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე, სულ 13 600 ავიარეისის შესრულებაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ ივნისი-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოდან ყველაზე მეტი – 2 480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს.

ასევე, იზრდება ფრენის სიხშირე გალფის ქვეყნების – საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის და კატარის მიმართულებითაც. 2024 წლის ივნის-ოქტომბერში, საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის დაგეგმილია 2255 რეისის შესრულება, რაც ფრენების საერთო რაოდენობის 17%-ია.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის იგივე პერიოდში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 1761 რეისის განხორციელება იგეგმება, რაც რეისების საერთო რაოდენობის 13%-ს შეადგენს. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს და რეისები მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ სრულდება, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ ხორციელდება ასევე, იმ თვითმფრინავებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi19 October 202628 October 2026Red Wingsავიაბილეთები 292 -დან
Almaty2 October 20269 October 2026Air Astanaავიაბილეთები 1 126 -დან
Amsterdam3 June 20276 June 2027Transaviaავიაბილეთები 774 -დან
Ankara8 October 202615 October 2026Ajetავიაბილეთები 374 -დან
Athens5 November 202616 November 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 456 -დან
Abu Dhabi26 October 20261 November 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 813 -დან
Antalya6 November 202611 November 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 261 -დან
Manama10 December 202617 December 2026Gulf Airავიაბილეთები 1 402 -დან
Baku29 September 202630 September 2026Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 673 -დან
Belgrade6 December 202610 December 2026Air Serbiaავიაბილეთები 720 -დან

 

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილი 13 600 რეისიდან:

  • საქართველოდან ევროპაში და პირიქით განსახორციელებელი ფრენები 18%-ს შეადგენს,
  • საქართველოდან გალფის ქვეყნებში და პირიქით განსახორციელებელი ფრენები 17%-ს,
  • საქართველოდან რუსეთში და პირიქით განსახორციელებელი ფრენები – 13%-ს,
  • ხოლო დანარჩენ ქვეყნებთან კი ჯამურად 52%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, საავიაციო ბაზარზე შემოვიდა ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia, რომელმაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება ამსტერდამიდან თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით დაიწყო. ასევე, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ოპერირება ავსტრიულმა ავიაკომპანია Austrian Airlines -მა ვენიდან თბილისის საჰაერო ხაზზე განაახლა. რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJET -მაც.

ზაფხულის სეზონზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფრენებს 11 ავიაკომპანია 38 მიმართულებით განახორციელებს.

2024 წლის იანვარ-აპრილის თვეში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 1 946 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 31%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიიმოგზაურე მხოლოდ 29,99 ევროდან
შემდეგი სტატიაქვიზი: გამოიცანი ქვეყანა ქუჩის მიხედვით
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted