EIU-ის ყოველწლიური შეფასებით, 2022 წელს საცხოვრებლად ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და კომფორტული ქალაქის ტიტულის მფლობელი ავსტიის დედაქალაქი ვენა გახდა. 2018 და 2019 წლების მსგავსად მან დაიბრუნა თავისი კუთვნილი პირველი ადგილი რეიტინგში.

სტაბილურობა და კარგი ინფრასტრუქტურა არის ქალაქის მთავარი ხიბლი მისი მაცხოვრებლებისთვის, რომელსაც მხარს უჭერს კარგი ჯანდაცვის, კულტურისა და გართობის უამრავი შესაძლებლობა.

რეიტინგში მეორე ადგილს დამსახურებულად იკავებს დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი. წელს მან სტაბილურობის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით 100 ქულა დააგროვა, რითაც ის მწვერვალზე ავიდა.

ხოლო მესამე ადგილს კი – შვეიცარიის ქალაქი ციურიხი და კანადის ქალაქი კალგარი.

საუკეთესო ათეულში ასევე შედის შემდეგი ქალაქები:  ჟენევა (შვეიცარია), ფრანკფურტი (გერმანია), ამსტერდამი (ნიდერლანდები), ტორონტო (კანადა), ოსაკა (იაპონია), მელბურნი (ავსტრალია).

ბოლო ადგილს კი ისევ სირიის დედაქალაქი დამასკო იკავებს.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიflydubai-მ განაახლა ფრენები ბათუმი დუბაის მიმართულებით
შემდეგი სტატიარატომ უქმდება ავიარეისები ბოლო დროს ქუთაისიდან
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments