მსოფლიოში არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც მოქალაქეობის მიღება საკმაოდ რთული, ზოგ შემთხვევაში კი, თითქმის შეუძლებელია. თუმცა, არსებობს ისეთებიც, სადაც ეს პროცესი ბევრად გამარტივებულია.

ისეთი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც მოქალაქეობის მისაღებად მსურველებს მკაცრი პირობების შესრულება უწევთ, პირველ ადგილს ვატიკანი იკავებს. მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკიდან გამომდინარე, ვატიკანის მოქალაქეობის მიღება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებიც  ვატიკანში ან რომში მცხოვრები კარდინალები არიან, ან ვატიკანში კათოლიკურ ეკლესიაში მუშაობენ. ამ ქალაქში კი, მუშაობის დაწყება უფრო რთულია, ვიდრე მოქალაქეობის მიღება.

ვატიკანის მსგავსად, საკმაოდ მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს ლიხტენშტაინს, სადაც მოქალაქეობის მისაღებად ქვეყანაში მინუმუმ 30 წელი უნდა იცხოვრო, ხოლო თუ ადგილობრივზე დაქორწინდებით, მაშინ ეს დრო 5 წლამდე შემცირდება.

განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევიან აზიის ქვეყნები. მაგალითად, ყატარის მოქალაქეობის მიღებაზე არც კი უნდა იფიქროთ, თუ თქვენი ორივე მშობელი ამ ქვეყნიდან არ არის. სხვა შემთხვევაში, ქვეყანაში 20 წელი უნდა იცხოვროთ და შემდეგ გადაწყვეტენ რამდენად დაიმსახურეთ მოქალაქეობა და მოგანიჭებენ თუ არა მას.

ყატარის მსგავსად, ბუტაშიც აუცილებელი პირობაა, რომ ორივე მშობელი იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე და 15 წელი გაატაროთ აქ. სხვა შემთვვევაში, 20 წლიანი ცხოვრების შემდეგ გადაწყდება მოქალაქეობის მიღების საკითხი.

ასეთი მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის ფონზე, არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც მოქალაქეობის მიღება ბევრად მარტივია.

მაგალითად, მექსიკის მოქალაქეობის მისაღებად საკმარისია ამ ქვეყანაში 5 წელი გაატაროთ, ხოლო ეს პერიოდი 2 წლამდე შემცირდება, თუ მექსიკის მოქალაქეზე იქორწინებთ, ან მექსიკელი წინაპარი გეყოლებათ. ასევე, აუცილებელია რომ მსურველი საუბრობდეს ესპანურად.

კანადის მოქალაქეობის მისაღებად, ქვეყანაში 5 წლის განმავლობაში აპლიკანტს 1095 დღე უნდა ჰქონდეს გატარებული და ასევე, მუდმივად ცხოვრების სტატუსი ჰქონდეს მიღებული. გარდა ამისა, გასაუბრების დროს აუცილებელია იცოდეთ ამ ქვეყნის ისტორია და კულტურა.

თუ მშობელი, ბებია და ბაბუა, ან დიდი ბებია და ბაბუა ირლანდიელია, მოქალაქეობის მიღება ამ ქვეყანაში გარანტირებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში,  საჭიროა ქვეყანაში შეუწყვეტლივ ერთი წლით ცხოვრება.

ისრაელის მოქალაქეობას კი მარტივად მიიღებთ, თუ რომელიმე მშობელი ან წინაპარი ებრაელია.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიისრაელის ავიხაზები / El Al Israel Airlines
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ჰელსინკის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments