ისრაელის ეროვნული ავიახაზები 1948 წლის სექტემბერში დაარსდა და მას შემდეგ ისრაელის ნაციონალურ ღირსებას წარმოადგენს. ლოკალური ფრენებით დაწყებული საქმიანობის განვითარება ცნობილმა ავია კომპანიამ საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად შეძლო და ამჟამად 50–ზე მეტი ლოკაციის მიმართულებით ანხორციელებს საკმაოდ კომფორტულ და მოხერხებულ ფრენებს.

EI AI Israel Airlines-ის წარმომადგენლები ემსახურებიან ევროპის, შუა აღმოსავლეთის, ამერიკისა და აფრიკის კონტინენტის წარმომადგენლებს.

ელალის მთავარი ბაზა Ben Gurion–ის საერთაშორისო აეროპორტშია განთავსებული. მსოფლიოს სხვა ცნობილი ავიახაზებისგან განსხვავებით, ისრაელის ავიახაზებს საკმაოდ არაორდინალური ასპექტი გამოირჩევს.

ელალი წარმოადგენენ ერთადერთ კომერციულ ავია კომპანიას, რომლის თვითმფრინავებიც საჰაერო რაკეტებისგან დამცავი სისტემითაა აღჭურვილი. სწორედ ამიტომ ისრაელის ავიახაზები მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე უსაფრთხო ავია კომპანიად ითვლება.

ისრაელის ავიახაზებს ასევე კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი და მისაბაძი მაგალითი გამოარჩევს კონკურენტებისგან. ცნობილი ავიაკომპანიის ფლოტი ექსკლუზიურად მხოლოდ Boeing–ის მიერ დამზადებული თვითმფრინავებისგან შედგება. კომფორტული და მაღალი კლასის ტრანსპორტის დამზადებით სახელგანთქმული კომპანიისგან ისრაელის ავიახაზებს ამჟამად 43 თვითმფრინავი ჰყავს შეძენილი.

თბილისის აეროპორტიდან ცნობილი ავია კომპანია უამრავი ლამაზი და ცნობილი ქალაქების მიმართულებით ანხორციელებს ფრენებს. ისრაელის ავიახაზების კომფორტული თვითმფრინავებით თქვენ შეგიძლიათ გაფრინდეთ საქართველოს დედაქალაქიდან პარიზის, ბარსელონის, მოსკოვის და მსგავსი შესანიშნავი ლოკაციების მიმართულებით. ასევე, აღნიშნული ავია ხაზები ქართველ მოგზაურებს საშუალებას აძლებს მოინახულონ პირდაპირი რეისებით ისეთი ეგზოტიკური ქვეყნები, როგორიც ისრაელია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან EI AI Israel Airlines-ის ავიახაზები პირდაპირ ფრენებს ანხორციელებენ თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. საინტერესო და ორიგინალური მხარის მონახულების მსურველებს აღნიშნულ რეისზე ავიაბილეთების დაჯავშნა 650–დან 700 ლარამდე თანხის გადახდის სანაცვლოდ შეეძლებათ.

თბილისი თელ-ავივი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
4 ივნისი 202411 ივნისი 2024პირდაპირიEl Al Israel Airlinesავიაბილეთები 728 -დან

ასეთი საინტერესო აქციების სანახავად და ავიაბილეთების ყველაზე იაფად შესაძენად თქვენ შეგიძლიათ Avia.Ge-ს ვებგვერდს ესტუმროთ. მოხერხებული და სწრაფი საძიებო სისტემა საშუალებას მოგცემთ ამ საიტზე ორ წუთში იპოვოთ თქვენთვის საჭირო ყველა ინფორმაცია სახლიდან გაუსვლელად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები იზმირის მიმართულებით
შემდეგი სტატიამოქალაქეობის მისაღებად ყველაზე რთული და მარტივი ქვეყნები
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
თელ ავივი თბილისი ავიაბილეთები/ tel avivi tbilisi
2 months ago

[…] ეს ავიაკომპანიებია Israir Airlines, EL AL ISRAEL AIRLINES და […]