2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებმა ჯამში 3,654,063 მგზავრს უმასპინძლეს, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-იან ზრდას წარმოადგენს. ეს სტატისტიკა ხაზს უსვამს ქვეყნის საავიაციო სექტორის მზარდ დინამიკას.
ლიდერები ქართულ საავიაციო ბაზარზე:
- მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავაც Wizz Air kutaisi დომინირებს. უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია ბაზრის 18%-ს იკავებს და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მგზავრთა რაოდენობა 16%-ით გაზარდა. იანვრიდან ივნისის ჩათვლით, Wizz Air-მა 642,956 მგზავრი გადაიყვანა.
- მეორე ადგილს ასევე ბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus georgia იკავებს, ბაზრის 8%-იანი წილით. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში კომპანიამ 8%-იანი წლიური ზრდა დააფიქსირა და 284,984 მგზავრი გადაიყვანა.
- მესამე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, რომელსაც ბაზრის ასევე 8%-იანი წილი უკავია. რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ, ავიაკომპანიამ მგზავრთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რამაც ის ბაზრის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ აქცია. 2024 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, Georgian Airways-ის მგზავრთა ნაკადი 17%-ით გაიზარდა და 272,568 მგზავრს მიაღწია.
Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ათენი | 5 ნოემბერი 2025 | 12 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 220 -დან |
ბარსელონა | 21 ნოემბერი 2025 | 24 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 447 -დან |
ბერლინი | 7 დეკემბერი 2025 | 14 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 394 -დან |
ბრიუსელი | 7 დეკემბერი 2025 | 14 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 409 -დან |
ბუდაპეშტი | 13 ნოემბერი 2025 | 15 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 216 -დან |
დორტმუნდი | 27 დეკემბერი 2025 | 10 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 468 -დან |
მემინგენი | 16 ოქტომბერი 2025 | 19 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 429 -დან |
ფრანკფურტი | 17 ნოემბერი 2025 | 24 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 228 -დან |
ჰამბურგი | 20 დეკემბერი 2025 | 27 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 304 -დან |
კატოვიცა | 19 სექტემბერი 2025 | 29 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 431 -დან |
სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეები:
- წლების განმავლობაში ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერმა, Turkish Airlines -მა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ავიაკომპანიამ ექვს თვეში 268,959 მგზავრი გადაიყვანა, რაც წლიურად 6%-იან კლებას ნიშნავს.
- მეხუთე პოზიციაზეა Azerbaijan Airlines, ბაზრის 6%-იანი წილით. მიმდინარე წელს კომპანიამ 222,237 მგზავრი გადაიყვანა, რაც წლიურად 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
- აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო Turkish Airlines-ის შვილობილმა ავიაკომპანია Ajet-მა. 2025 წლის იანვარ-ივნისში Ajet-ის მიერ გადაყვანილი 54,326 მგზავრი არ შედის Turkish Airlines-ის საერთო მგზავრთნაკადის მონაცემებში და ცალკე აღირიცხება.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907