2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებმა ჯამში 3,654,063 მგზავრს უმასპინძლეს, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-იან ზრდას წარმოადგენს. ეს სტატისტიკა ხაზს უსვამს ქვეყნის საავიაციო სექტორის მზარდ დინამიკას.

ლიდერები ქართულ საავიაციო ბაზარზე:

  • მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავაც Wizz Air kutaisi დომინირებს. უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია ბაზრის 18%-ს იკავებს და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მგზავრთა რაოდენობა 16%-ით გაზარდა. იანვრიდან ივნისის ჩათვლით, Wizz Air-მა 642,956 მგზავრი გადაიყვანა.
  • მეორე ადგილს ასევე ბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus georgia იკავებს, ბაზრის 8%-იანი წილით. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში კომპანიამ 8%-იანი წლიური ზრდა დააფიქსირა და 284,984 მგზავრი გადაიყვანა.
  • მესამე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, რომელსაც ბაზრის ასევე 8%-იანი წილი უკავია. რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ, ავიაკომპანიამ მგზავრთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რამაც ის ბაზრის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ აქცია. 2024 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, Georgian Airways-ის მგზავრთა ნაკადი 17%-ით გაიზარდა და 272,568 მგზავრს მიაღწია.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Athens18 January 202722 January 2027Wizz Airავიაბილეთები 195 -დან
Barcelona17 January 202725 January 2027Wizz Airავიაბილეთები 356 -დან
Berlin28 January 20276 February 2027Wizz Airავიაბილეთები 242 -დან
Brussels1 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 238 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 144 -დან
Budapest24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 285 -დან
Dortmund26 December 202614 January 2027Wizz Airავიაბილეთები 319 -დან
Memmingen9 December 202618 December 2026Wizz Airავიაბილეთები 337 -დან
Frankfurt24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 221 -დან
Hamburg12 September 202619 September 2026Wizz Airავიაბილეთები 650 -დან

 

სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეები:

  • წლების განმავლობაში ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერმა, Turkish Airlines -მა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ავიაკომპანიამ ექვს თვეში 268,959 მგზავრი გადაიყვანა, რაც წლიურად 6%-იან კლებას ნიშნავს.
  • მეხუთე პოზიციაზეა Azerbaijan Airlines, ბაზრის 6%-იანი წილით. მიმდინარე წელს კომპანიამ 222,237 მგზავრი გადაიყვანა, რაც წლიურად 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
  • აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო Turkish Airlines-ის შვილობილმა ავიაკომპანია Ajet-მა. 2025 წლის იანვარ-ივნისში Ajet-ის მიერ გადაყვანილი 54,326 მგზავრი არ შედის Turkish Airlines-ის საერთო მგზავრთნაკადის მონაცემებში და ცალკე აღირიცხება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიTurkish Airlines-მა სტამბოლში ახალი უფასო ტური დაიწყო – ეს სიახლე საქართველოს მოქალაქეებსაც ეხებათ
შემდეგი სტატიაინდოეთიდან საქართველოსკენ პირდაპირი ფრენები იზრდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted