უსაფრთხოების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ატანა უნდა აეკრძალოთ.

აკრძალვის მიღების მიზეზი გახდა ის, რომ Retina-ს ეკრანით აღჭურვილ 15- დიუმიან MacBook – ის ეკრანს ბატარეის პრობლემა აქვს, რომელიც შესაძლოა გადახურების შემთხვევაში აალდეს და საფრთხე შეუქმნას თვითმფრინავში მყოფებს.

ეს ხარვეზი 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე გამოშვებულ პროდუქციას აქვს და საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის წყაროზე დაყრდნობით, სწორედ ამ კონკრეტულ პროდუქციაზე გავრცელდება აკრძალვა.

ბატარეის პრობლემის შესახებ ინფორმაცია ივნისში გავრცელდა და კომპანია Apple – მა განაცხადა, რომ 15 დიუმიანია MacBook – ის ბატარეას სრულიად უფასოდ შეცვლიდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალური სამმართველოს განცხადებით, ახალი კანონის შესახებ ინფორმაცია ყველა ამერიკულ ავიაკომპანიას გაუგზავნა, რათა დროულად მოხდეს ამ რეგულაციის ამოქმედება და ყველანაირი საფრთხე, რაც შეიძლება ბატარეის ხარვეზმა გამოიწვიოს, თავიდან აიცილონ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები პოზნანის მიმართულებით
შემდეგი სტატიაახალი მიმართულება ბათუმის აეროპორტში
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments