საქართველოს ავია სივრცე სულ უფრო და უფრო დიდი ყურადღების ცენტრში ექცევა ყოველწლიურად. ვიზალიბერალიზაციის პერიოდის დაწყებიდან დღემდე ქართველ მოგზაურებს სულ უფრო მეტი ავიაკომპანია სთავაზობს ახალ პირდაპირ რეისებს.

თუკი თქვენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გასაფრენად იაფი ავიაბილეთების შეძენა გსურთ, ახლა მართლაც რომ საუკეთესო დროა ამისათვის. ქართულ ავიაბაზარზე უკვე არსებულ უამრავ ცნობილ გიგანტურ ავიაკომპანიასთან ერთად ასევე უკვე ისეთი სახელგანთქმული დაბალბიუჯეტური ავიახაზებიც მოქმედებენ, როგორიცაა ვიზეარი და რაინეარი. თუმცა, ასეთი გადატვირთული ტურისტული სექტორის მიუხედავად, ქართველებისათვის სასიხარულო ნიუსების გამოქვეყნება კვლავ არ წყდება.

ამჯერად ქართველ მოგზაურებს საბედნიერო სიახლეს ავიაკომპანია Get Jet Airlines-ის წარმომადგენლები სთავაზობენ.

აღნიშნული ავია კომპანიის მმართველებმა გადაწყვიტეს ასევე მხარი აუბან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასა და პოპლარიზაციასაც. სწორედ ამიტომ, ამ ავიახაზების თვითმფრინავები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტს შორის პირდაპირ რეისებს განახორციელებენ.

ეს სიახლე 2019 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა ძალაში და უკვე ძალიან ბევრი ადამიანი გაახარა. ასეთი განსაკუთრებული პირდაპირი რეისების განხორციელებას აღნიშნული ავიახაზები სექტემბრის ბოლომდე გეგმავს. მათი საშუალებით ვილნიუსში გაფრენა ყოველ ორშაბათს შეგიძლიათ.

თუ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით სარგებლობა გსურთ, შესაბამისად ძალიან გაგიმართლათ. ღნიშნულ პერიოდში კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო და თავგადასავლების მომტანი პირდაპირი რეისებით სარგებლობის საშუალება გექნებათ.

ყველაზე უფრო იაფი ავიაბილეთების შეძენა ასევე საერთოდ აღარ წარმოადგენს პრობლემას. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი სწრაფი და მოხერხებული ონლაინ სერვისები, როგორიცაა avia.ge-ის უსწრაფვესი საძიებო სისტემა და ასევე საკმაოდ მოხერხებული ონლაინ აპლიკაციაც.

ეს სერვისები საშუალებას მოგცემთ რამდენიმე წამში იპოვოთ და შეიძინოთ ყველაზე უფრო იაფი ავიაბილეთელი. მისი დახმარებით Get Jet Airlines-ის მიერ დანიშნულ ახალ რეისეითა და კინევ ნებისმიერი მიმართულებით გაფრენის სურვილის ქონის შემთხვევაში, avia.ge ყველაზე უფრო დიდ თანხას დაგაზოგინებთ.

ავიაბილეთების ონლაინ შეძენა ასევე სხვადასხვა ტურისტული სააგენტოს ოფისების სტუმრობაში დროის დახარჯვასაც აგარიდებთ თავიდან.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიMacBook Pro-ს თვითმფრინავებში ატანა აიკრძალება
შემდეგი სტატიაბუტა ეარვეისი / Buta Airways
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments