პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი საჰაერო მიმისვლას ბათუმშიც იწყებს. ავიაკომპანია უკვე დიდი ხანია ოპერირებს საქართველოს საავიაციო ბაზარზე. აქამდე ფრენებს მხოლოდ ვარშავა – თბილისი ვარშავის მიმართულებით ასრულდებდა, თუმცა უკვე ცნობილი გახდა, რომ LOT-ი ფრენებს ვარშავა-ბათუმი-ვარშავის საჰაერო ხაზზეც შეასრულებს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პოლონეთი საქართველოდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ ეს სტატუსი პოლონეთმა პანდემიის განმავლობაშიც შეინარჩუნა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით სასიხარულოა საქართველოში ამ ავიაკომპანიის გაფართოება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, LOT-ი ვარშავა – ბათუმი – ვარშავის საჰაერო ხაზზე ფრენებს 7 ივნისიდან დაიწყებს და ოპერირებას 27 სექტემბრამდე გააგრძელებს. ავიაკომპანია ფრენებს ყოველ ორშაბათს შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 13 მაისს მიენიჭა.

ბათუმი ვარშავა ავიაბილეთები

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
22 September 202623 September 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 306 -დან
17 October 202623 October 20262 StopsFLYONE Armeniaავიაბილეთები 1 153 -დან
6 August 202718 August 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 221 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir Arabia შარჯადან ბათუმის მიმართულებით იწყებს ოპერირებას
შემდეგი სტატიაFlyUia კიევი ბათუმი კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირებას იწყებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted