გარდა ადრე გამოცხადებული ყოველდღიური რეისებისა კრაკოვიდან პარიზში, პოლონეთის უმსხვილესი ავიაკომპანია LOT Polish Airlines -ი 2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე დამატებით რამდენიმე პოპულარულ ტურისტულ მარშრუტს დაამატებს.

LOT -ის ახალი რეისები ქართველ მოგზაურებს დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს ევროპაში მოგზაურობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს თბილისი ვარშავა ვარშავა თბილისი -ს საჰაერო ხაზზე ასრულებს, რაც ქართველებს საშუალებას აძლევს, პოლონეთის გავლით მარტივად მოხვდნენ ავიაკომპანიის მიერ დანიშნულ ახალ მიმართულებებზე. კონკურენტული ფასები და გაუმჯობესებული კავშირები პოლონეთის ტრანზიტით, ევროპაში მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის. ავიაკომპანიის ვებგვერდის ინფორმაციით, ახალი მიმართულებები მოიცავს ისლანდიას, მალტის და საბერძნეთს.

LOT Polish Airlines ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ვარშავა26 აპრილი 202530 აპრილი 2025LOT Polish Airlinesავიაბილეთები 551 -დან

 

lot airlines

ავიაკომპანია ლოტი 12 აპრილიდან დაიწყებს ფრენებს ისლანდიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში – კეფლავიკში, რომელიც რეიკიავიკიდან 50 კმ-ში მდებარეობს. აღნიშნულ მიმართულებაზე რეგულარული ფრენები პოლონეთის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის ვროცლავიდან, კრაკოვიდან, პოზნანიდან, კატოვიციდან, შჩეცინიდან, ჟეზოვიდან, გდანსკიდან, ვარშავიდან, ლიუბლინიდან, ბიდგოშჩიდან და ზიელონა გორადან განხორციელდება. ავიაბილეთების ფასი ამ მარშრუტზე 855 ზლოტიდან იწყება, რაც ამჟამინდელი კურსით დაახლოებით 615 ლარს შეესაბამება.

გარდა ამისა, ავიაკომპანია 16 აპრილიდან მალტას მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას იწყებს ზემოხსენებული პოლონური ქალაქებიდან. ამ მარშრუტზე ავიაბილეთების ფასები 735 ზლოტიდან დაიწყება.

ასევე, LOT-ი 17 ივნისიდან დაიწყებს რეგულარულ ფრენებს საბერძნეთის ქალაქ სალონიკი -ში. ფრენები განხორციელდება ვარშავიდან, პოზნანიდან, გდანსკიდან, ჟეზოვიდან, შჩეცინიდან, კატოვიციდან, ვროცლავიდან, კრაკოვიდან, ზიელონა გორადან და ბიდგოშჩიდან. აღნიშნული მიმართულებით ავიაბილეთის საწყისი ფასი 599 ზლოტს შეადგენს.

ავიაკომპანია LOT-ი კვლავ განაგრძობს საკუთარი მარშრუტების ქსელის გაფართოებას და მგზავრებს მრავალფეროვან ტურისტულ გამოცდილებას სთავაზობს.

შეიძინეთ LOT -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმსოფლიოს 10 ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქი Booking.com-ის მიხედვით
შემდეგი სტატიასაქართველოდან პოლონეთის მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა შემცირდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments