საქართველოს ავიაბაზარზე მგზავრთნაკადის გადაყვანის მხრივ კვლავ ავიაკომპანია Wizz Air -ი ლიდერობს, რომელიც რეგულარულ და არარეგულარულ რეისებს ასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში Wizz Air-მა რეგულარული ავიარეისებით 922,969 მგზავრი გადაიყვანა, რაც საქართველოს საავიაციო ბაზრის 16%-ს შეადგენს. რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს თურქეთის ავიახაზები , ხოლო მესამე პოზიციას თანაბრად იყოფენ Georgian Airways -ი და პეგასუსი.
Wizz Air ფრენები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ათენი | 9 ოქტომბერი 2025 | 16 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 213 -დან |
ბარსელონა | 20 ოქტომბერი 2025 | 27 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 447 -დან |
ბერლინი | 15 ოქტომბერი 2025 | 2 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 407 -დან |
ბრიუსელი | 2 ნოემბერი 2025 | 5 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 270 -დან |
ბუდაპეშტი | 24 ოქტომბერი 2025 | 30 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 256 -დან |
2024 წლის პირველ 9 თვეში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით TOP-5 ავიაკომპანიის რეიტინგი ასეთია:
- Wizz Air – 16%
- Turkish Airlines – 8%
- Pegasus Airlines – 7%
- Georgian Airways – 7%
- Azerbaijan Airlines (AZAL) – 5%
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია ვიზეარმა აღადგინა ფრენები პოლონეთის ქალაქ ვროცლავის მიმართულებით. რეისები ქუთაისის აეროპორტიდან კვირაში 2-ჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას განხორციელდება. ფრენები ქუთაისი ვროცლავი -ს საჰაერო ხაზზე 2024 წლის 30 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.
დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.