გადაწყვიტეთ გაემგზავროთ ლარნაკას მიმართულებით , თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში? ეს სტატია დაგეხმარებათ დეტალურად გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება აეროპორტს და როგორ შეგიძლიათ გადაადგილდეთ ქალაქის ცენტრის მიმართულებით.
ლარნაკა კვიპროსის ერთ-ერთი მშვენიერი ქალაქია, რომელიც საკურორტო მიმართულებაა, ისევე როგორც კვიპროსის სხვა ზღვისპირა დასასვენებელი ადგილები, თუმცა ამ ქალაქს განსაკუთრებულს ხდის მისი მშვიდი ატმოსფერო და ღირსშესანიშნაობები. ქალაქის მონახულებას ერთი სრული დღე ეყოფა, შემდეგ კი შეგიძლიათ ისიამოვნოთ სანაპიროთი, მშვენიერი პეიზაჟებით და უგემრიელესი კერძების დაგემოვნებით.
ლარნაკას აეროპორტი მხოლოდ 10 კმ-ით არის დაშორებული ქალაქის ცენტრიდან და ტრანსპორტირების 2 საშუალებას გვთავაზობს, ესენია: ტაქსი და ავტობუსი.
როგორ მივიდეთ ლარნაკას აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსით?
ლარნაკას აეროპორტიდან ტაქსით მგზავრობა ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტია ქალაქის ცენტრში მოსახვედრად. ლარნაკას აეროპორტის ტაქსით მგზავრობას ქალაქის ცენტრამდე დაახლოებით 15 წუთი სჭირდება, რაც დამოკიდებულია ტრაფიკზე. მიუხედავად იმისა, რომ ტაქსები ხელმისაწვდომია 24/7-ზე, თქვენ შეიძლება დიდხანს მოგიწიოთ რიგში დგომა.
როგორ ავიყვანოთ ტაქსი?
ტაქსის გაჩერება შეგიძლიათ იხილოთ პირდაპირ ჩამოსვლის ტერმინალის გარეთ.
როგორ მივიდეთ ლარნაკას აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსით?
ლარნაკას აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მიდის 6 ავტობუსი. ავტობუსები გადიან დაახლოებით ყოველ 60 წუთში, ხაზის მიხედვით. ავტობუსები კვირაში 7 დღე მოძრაობენ, თუნდაც დასვენების დღეებში და ყველაზე ადრე 6:05 საათზე გადის, ხოლო ყველაზე გვიან – 22:45 საათზე.
ყველაზე სწრაფი და ყველაზე პირდაპირი მარშრუტებით მოძრაობენ ავტობუსის ხაზები 417 და 429.
სად მდებარეობს ავტობუსების სადგური?
ავტობუსები შეგიძლიათ იხილოთ ჩამოსვლის ტერმინალის გარეთ, ზედა გამგზავრების დონის გასასვლელის მარცხენა მხარეს. გამგზავრების ზედა დონის გასასვლელის მარცხენა მხარეს.
ქუთაისი ლარნაკა
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
15 დეკემბერი 2024 | 16 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 163 -დან | |
20 იანვარი 2025 | 22 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 141 -დან | |
9 თებერვალი 2025 | 16 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 148 -დან |
პირდაპირ რეისებს ამ მშვენიერი მიმართულებით ავიაკომპანია wizz air georgia გვთავაზობს, რომელიც ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ახორციელებს, სულ რაღაც 2 საათსა და 40 წუთში კი თქვენ ლარნაკას აეროპორტში აღმოჩნდებით.
რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, რეისებს საბერძნეთის დროშის ქვეშ მფრინავი ავიაკომპანია Aegean Airlines -ი ერთი გადაჯდომით გვთავაზობს. ეგეოსის ავიახაზები ათენის აეროპორტის გავლით ახორციელებს რეისებს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -დან კი რეისი, მხოლოდ ერთი გადაჯდომით, შეგიძლიათ ააწყოთ შემდეგნაირად: ბათუმიდან თელ-ავივის აეროპორტამდე გაემგზავროთ ავიაკომპანია Israir Airlines -ის რეისით, იქედან კი ფრენა El Al -ით განაგრძოთ, რომელიც პირდაპირ დანიშნულების ადგილზე მოგახვედრებთ.