ქუთაისის აეროპორტში 2023 წლის იანვარ-სექტემბრის თვეში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92 % – იანი ზრდაა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 9 თვის მონაცემებით, კოპიტნარის აეროპორტით 1,216,372 მგზავრმა ისარგებლა, ხოლო 2022 წლის იანვარ-სექტემბერში კი 633,834 მგზავრმა.

მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის აეროპორტი -დან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. მიმდინარე წლის პირველი 9 თვის მონაცემებით აეროპორტში 3,615 რეისი შესრულდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეისების რაოდენობის 43% -იანი ზდაა  (2022 წლის 1-9 თვე – 2, 535 რეისი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, თვის ჭრილშიც, მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა ფიქსირდება. ქუთაისის აეროპორტი სექტემბერში 163,998 მგზავრს მოემსახურა. რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 66 %-ით აღემატება. რაც შეეხება ავიარეისებს, აეროპორტი სექტემბერში 483 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის პერიოდთან შედარებით, 15 %-ით მეტია.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty4 November 202611 November 2026FlyArystanავიაბილეთები 612 -დან
Athens24 January 202731 January 2027Wizz Airავიაბილეთები 216 -დან
Barcelona7 December 202611 December 2026Wizz Airავიაბილეთები 412 -დან
Berlin5 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 328 -დან
Brussels24 November 20263 December 2026Wizz Airავიაბილეთები 243 -დან

 

2023 წლის 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია wizz air georgia -მა კოპიტნარის აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბრიუსელისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Fly Arystan -მა ალმატის მიმართულებით დაიწყო ოპერირება. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ დეკემბერს, ქუთაისის აეროპორტს ვიზეარის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისიდან 5 ავიაკომპანია, 18 ქვეყნის 35 მიმართულებით ახორციელებს რეისებს.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირა სიხშირითა და მიმართულებით იფრენს Pegasus -ი საქართველოდან ზამთარის პერიოდში?
შემდეგი სტატიაGeorgian Airways-მა თელ ავივის მიმართულებით ოპერირება შეწყვიტა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted