ფრანკპურტის აეროპორტის წარმომადგენლები საკუთარი ინფრასტრუქტურის ერთმანეთთან დასაკავშირებელ ორიგინალურ ხერხებს ეძებენ. მათი უახლესი იდეა მომავლის იდეას ეფუძნება და საჰაერო ტაქსების შექმნას ითვალისწინებს.

როგორც ჩანს ფრანკპურტის აეროპორტში მოხვედრილი ტურისტები ყველაზე ინოვაციურ სიახლეს პირველები გამოცდიან საკუთარ თავზე. ცნობილი აეროპორტის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო თანამშრომლობა კომპანია Volocopter-თან. მათი შეთანხმება ითვალისწინებს ისეთი საჰაერო ტრანსპორტის შექმნას, რომელიც ფრანკპურტის აეროპორტში მოხვედრას გაადვილებს.

უახლოეს მომავალში Volocopter-ის თანამშრომლებმა შესაძლოა უკვე არსებული ურბანული ტრანსპორტირების საშუალებების გზები ცნობილი აეროპორტის ინფრასტრუქტურასთან სრულიად ახლებული, საჰაერო ხერხებით დააკავშირონ.

„ ქალაქის ცენტრსა და აეროპორტს შორის იდეალური დამაკავშირებელი გზის არსებობა უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს უდიდესი ქალაქებისთვის. ფრანკპურტის აეროპორტთან ერთად ჩვენ მოხარულები ვართ ვიყოთ პიონერები და დავნერგოთ პირველი საჰაერო ტაქსის სერვისი ევროპის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აეროპორტში“ – განაცხადა Volocopter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საჰაერო ტაქსი

აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, Volocopter მზადაა გაიზიაროს ფრანკპურტის აეროპორტის საკმაოდ დიდი და მდიდარი გამოცდილება და მისი დახმარებით უსაფრთხოდ დანერგოს მის ინფრასტრუქტურაში მოცემული პროექტისთვის საჭირო კომპლექსური სერვისები.

ფრანკპურტის აეროპორტს მართლაც საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების წარმოების მხრივ, ასევე მგზავრების გადაადგილებისა და ტერმინალების მართვაშიც. აღნიშნული კომპლექსის წარმომადგენლებს ასევე უპილოტო მფრინავი ობიექტების სფეროშიც აქვთ საკმაოდ ხარისხიანი ცოდნა მიღებული. პროექტი FraDrones–ის ფარგლებში, ფრანკპურტში უკვე დიდი ხანია ახდენენ დრონების ტესტირებას სხვადასხვა საოპერაციო სცენარებში მონაწილეობაში.

Volocopter–მა უკვე დაამტკიცა, რომ მათი დრონები, რომელთა ძრავიც ელექტროენერგიით იკვებება, წარმატებით გამოდგება საცხოვრებელ უბნებში გადაადგილებისათვის. აღნიშნულ ტექნიკას 2 ადამიანის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს და ეკოლოგიურად სუფთა მუშაობის პროცესისა და თითქმის უხმოდ გადაადგილების შესაძლებლობის გამო საცხოვრებელ ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ფრანკპურტის აეროპორტი გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვან საავიაციო ბაზას წარმოადგენს, რომელმაც გასულ წელს 70 მილიონამდე მგზავრს უმასპინძლა. მისი ინფრასტრუქტურა ყველაზე ინოვაციურ და კომფორტულ სერვისებს სთავაზობს სტუმრებს და მის წარმომადგენლებს სურს ასევე მოწინავენი იყვნენ საჰაერო ტაქსების განვითარებისა და დანერგვის პროექტშიც.

თბილისი ფრანკპურტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 ივნისი 20261 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 043 -დან
4 ივლისი 202611 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 870 -დან
23 აგვისტო 202629 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 966 -დან
18 სექტემბერი 202628 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 1 025 -დან
7 ოქტომბერი 202610 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 915 -დან
2 ნოემბერი 20268 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 943 -დან
29 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 807 -დან
1 თებერვალი 20278 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 807 -დან
13 მარტი 202721 მარტი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 959 -დან
1 აპრილი 20278 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 956 -დან

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიკოპენჰაგენის იაფი ავიაბილეთები
შემდეგი სტატიასტამბოლის ტიტების ფესტივალი
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted